• რეკლამა
  • კონტაქტი
11:01, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ გვითქვამს, რომ პენსია ეგრევე 1000 ლარი გახდება – ეტაპობრივად გავზრდით – ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
19:00 02-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
585

პარტია ლელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პენსიის 1000 ლარამდე ზრდის გეგმა 2024-2028 წლებს მოიცავს, ანუ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პენსიის მატება ეტაპობრივად მოხდება. ლელოს საარჩევნო დაპირებებზე ბადრი ჯაფარიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

“პირადად მე, მამუკა ხაზარაძეს ან არც ერთ ჩვენს სპიკერს არ უთქვამს, რომ ჩვენი მოსვლისთანავე გახდება პენსია 1000 ლარი… ირაკლი კუპრაძის განზრახვა იყო ეთქვა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყება ზრუნვას ზრდა და დასრულდება 1000 ლარით – ეს არის 2024-2028 წლის, შემდგომი ხელისუფლების პერიოდი. ეს იქნება ეტაპობრივი – ვამბობთ, რომ თავიდანვე ვიწყებთ 200 ლარით გაზრდას, შემდეგ ეს იქნება ეტაპობრივი ზრდა და დაგვირგვინდება 1000-ლარიანი პენსიით და მე ისიც მოგახსენეთ, რომ მესამე წლის ბოლოს გვექნება დამატებითი 6 მილიარდი ლარი 9%-იანი წლიური ზრდის პირობებში და ჩვენ არ გვაკმაყოფილებს 9%-იანი ზრდა. შესაძლებელია ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და პლუს, არსებულ ბიუჯეტში გამოთავისუფლებული ასობით მილიონი ლარი. აქედან გამომდინარე, პირველივე სამ წელში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ დამატებითი შემოსავლები, რომლებიც უზრუნველყოფს იმ რაოდენობით თანხას, რომ ჩვენ დავურიგოთ 1000 ლარი პენსია”. – თქვა ჯაფარიძემ.

18 იანვარს პარტია ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ ლელოს შეუძლია ხანდაზმული ადამიანისთვის 1000-ლარიანი პენსიის შეთავაზება.

ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა კვირის ფორმულაში საუბრისას განაცხადა:

“ნახეთ, როგორ არის მოწყობილი ყველაფერი, ვიღაცა რაღაცას რომ მეტყვის, რომ, ვთქვათ, კარგია ეს ჩემთვის, რაღაცას ჰპირდები რა. მე პირველი, რაც მაინტერესებს, პირველი კითხვას დავსვამ – როგორ აკეთებ ამას? ამაზე კი არ წავიდა საუბარი, წავიდა თავდასხმა და ბოლოს ვინ იგებს, იგებს ოცნება, იმიტომ, რომ კარგი იდეის მკვლელობა მიდის”. – თქვა ხაზარაძემ. წამყვანის კითხვას, საუბრისას გულისხმობდა თუ არა 1 000-ლარიანი პენსიის დაპირებას, ლელოს ლიდერმა უპასუხა, რომ “კი”.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved