• რეკლამა
  • კონტაქტი
00:00, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

X-ი ტერორისტებს სააბონენტო სარგებლებს აწვდის – Tech Transparency Project

ალია ავტორი - ალია
18:47 02-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

მეთვალყურე ორგანიზაციამ, Tech Transparency Project-მა (TTP), ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ სოციალური ქსელი X-ი ტერორისტული დაჯგუფებებსა და აშშ-ს მიერ სხვა სანქცირებულ ორგანიზაციებს აბონემენტს აწვდის და სანაცვლოდ საფასურს იღებს.

ანგარიშში წერია, რომ X-ზე ჰასან ნასრულას, ჰეზბოლას უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარისა და სხვა სანქცირებული პირებისა და ორგანიზაციების ანგარიშები აღმოაჩინეს, რომლებიც ლურჯი და ოქროსფერი ნიშნით იყო აღნიშნული.

მეთვალყურე ორგანიზაციის თანახმად, ლურჯი ნიშანი ჰუსიტების ტერორისტული დაჯგუფების მიერ მართული X-ის ანგარიშსაც ჰქონდა. TTP-ს ანგარიში ასევე წერია, რომ სანქცირებული რუსული ბანკს Тинькоф-სა და ირანის PressTV-ს ოქროსფერი ნიშნები ჰქონდათ.

X-ზე პრემიუმ აბონემენტის ყიდვის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ანგარიშები ლურჯი ან ოქროსფერი ნიშნით აღნიშნონ, რომელიც ანგარიშის ლეგიტიმურობაზე მიუთითებს და დამატებით სარგებლებთან, მაგალითად უფრო დიდი ტექსტებისა და ვიდეოების გამოქვეყნების შესაძლებლობასა და პოსტების გაზრდილ ხილვადობასთან, არის დაკავშირებული.

რადგან ეს ნიშნები ფასიანია, შესაძლოა X-ი საგარეო აქტივების კონტროლის ადმინისტრაციის (OFAC) ნორმებს არღვევდეს, რომელთა ფარგლებშიც “აშშ-ს ინკორპორირებულ ორგანიზაციებს” მთავრობისგან გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე სანქცირებულ ერთეულებთან ფინანსური ტრანზაქციების წარმოება ეკრძალებათ.

TTP-ის თანახმად, უცნობია, X-ს ასეთი ლიცენზია მიუღია თუ არა, თუმცა კომპანიის შიდა პოლიტიკით, აშშ-ს მიერ სანქცირებულ ორგანიზაციებისთვის პრემიუმ მომსახურება მიწოდება იკრძალება.

მეთვალყურე ორგანიზაციის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც, თუ  X-მა სანქცირებული პირებსა და ორგანიზაციებს ლურჯი და ოქროსფერი ნიშნების უფასოდ შესთავაზა, ესეც შეიძლება სანქციების დარღვევად ჩაითვალოს.

“OFAC კრძალავს მომსახურებების “კონტრიბუციასა და მიწოდებას” “ნებისმიერი დაბლოკილი პიროვნების სასარგებლოდ – ეს ენა მიუთითებს, რომ სანქციები მოქმედებს მიუხედავად იმისა, გადასახადები ფიგურირებს თუ არა”. – წერია ანგარიშში.

TTP-ის მიხედვით, X-ს დაუკავშირდნენ, რომლის წარმომადგენელმაც უთხრა, რომ საკითხს გამოიკვლევდნენ, მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებია.

მეთვალყურე ორგანიზაციის თქმით, ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე საათში მათ მიერ ნახსენები ყველა ანგარიშს ლურჯი და ოქროსფერი ნიშანი გაუუქმდა.

წყარო – ტაბულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved