• რეკლამა
  • კონტაქტი
10:53, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

8 წინადადება ოცნებას – “ამ ინიციატივების განხორციელებით შესრულდება ევროკავშირის 9 რეკომენდაცია”

ალია ავტორი - ალია
14:27 02-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
282

ნათია მეზვრიშვილი, პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე. პარტიის ბრიფინგზე, ამბობს:

„ოცნებას“ მივმართავთ კონკრეტული ინიციატივებით, რომელთა განხორციელებით:

  • შესრულდება ევროკავშირის 9 რეკომენდაცია;
  • საქართველო დაიბრუნებს ლიდეობას ასოცირების ტრიოში;
  • ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

„ოცნებამ“ განაცხადა, რომ ოპოზიციას 9 პუნქტთან დაკავშირებით ინიციატივები არ წარუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ჯერ კიდევ ნოემბერში, პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივები ოფიციალურად გავუგზავნეთ, დღეს კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ჩვენს ინიციატივებს.

ჩვენ არ გვქვს პრეტენზია, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი სწორი გზა და გთავაზობთ ამ წინადადებებზე მუშაობის დაწყებას. მივმართავთ „ოცნებას“:

  • დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა მურუსიძე-ჩინჩალაძის და მათი გავლენის ჯგუფისგან სისტემის გასათავისუფლებლად – გვესმის, რომ ეს პრობლემა ერთ დღეში არ მოგვარდება, ამიტომ, მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ სისტემის ფუნდამენტურად გარდაქმნის აუცილებლობაზე კონსენსუსის მიღწევის პროცესში; პირველ ეტაპზე რეფორმა შეეხოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოს და სასამართლოს თავმჯდომარეებს;

  • დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი პოლიციის კონცეფციაზე – სადაც პოლიციის ხელმძღვანელი აღარ იქნება პოლიტიკური თანამდებობის პირი და აირჩევა პარლამენტის მიერ. ეს უზრუნველყოფს პოლიციის აპოლიტიკურობას;

  • კორუფციის გამოძიების ფუნქცია ჩამოერთვას პროკურატურას, სუსს იუსტიციის სამინისტროს და დაიწყოს მუშაობა რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული საგამოძიებო ბიუროს შექმნაზე, რომლის ხელმძღვანელი პარლამენტის მიერ პოლიტიკური კონსენსუსით აირჩევა;

  • შეიცვალოს გენერალური პროკურორის არჩევის და საპროკურორო საბჭოს წევრების ნომინირების წესი – გენერალური პროკურორი პარლამენტმა აირჩიოს პოლიტიკური კონსენსუსით; შეიქმნას საბჭოს წევრებად დამოუკიდებელი რიგითი პროკურორების წარდგენის ქმედითი შესაძლებლობა, რაც გამორიცხავსმორჩილი წევრებით საბჭოს დაკომპლექტებას და უზრუნველყოფს პროკურატურის დამოუკიდებლობას;

  • მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები კონსტიტუციით დამოუკიდებელი ინსტიტუტების ხელმძღვანელების პოლიტიკური კონსენსუსით ასარჩევად;

  • მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები ემიგრანტებისთვის ელექტრონულად ხმის მიცემის უფლების მინიჭებაზე;

  • დაიწყოს გამოძიება ელიტური/პოლიტიკური კორუფციის თითოეულ ფაქტზე, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი და რის შესახებაც არაერთი განცხადება შევიდა პროკურატურაში. შეიქმნას საგამოძიებო კომისია ქოლ-ცენტრებზე;

  • საქართველო დაუბრუნდეს ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციულ ქსელს, რომელიც შეამოწმებს ქვეყანაში ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას.

ეს არის კომპლექსური პროცესი. ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ცალკე ამას ვერ გააკეთებს. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რაც შეიძლება სწრაფად შევიყვანოთ საქართველო ევროკავშირში.

9 პუნქტის შესრულების დეტალური ხედვა დღესვე განმეორებით წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved