• რეკლამა
  • კონტაქტი
23:45, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით პროექტის აქტივობების განხორციელება დაიწყო

ალია ავტორი - ალია
19:02 02-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
173

 

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა დაიწყო პროექტის განხორციელება სახელწოდებით: „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“.

პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) (სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი (ჩეხეთი), ფონდი “პარტნიორები კლიმატისთვის” (P4C) (პოლონეთი).

პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მარეგულირებელი ბაზის შესწავლა, ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით,

პროექტის ადგილობრივი მონაწილეების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ კვლევითი დოკუმენტის შემუშავება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკული მაგალითების მომზადება, ვიშეგრადის ქვეყნების პარტნიორების მიერ სტატიების მომზადება, საგანმანათლებლო ღონისძიებების – ტრენინგებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება. პროექტის სხვადასხვა აქტივობები განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. პროექტი დასრულდება 2025 წლის თებერვალში.
————
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი  (IVF)

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი (IVF) ახორციელებს რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, იდეების გაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. ფონდი მხარს უჭერს ცენტრალურ ევროპაში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას, ისწრაფვის გააძლიეროს კავშირები უკეთესი მომავლის შექმნისთვის.

ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი

ელიზბარ ერისთავის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი (ENTC), რომელიც დაარსდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ, აძლიერებს დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში. საგანმანათლებლო პროგრამების, ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნის გაცვლის გზით ცენტრი პასუხობს სექტორებში არსებულ გამოწვევებს, ხელს უწყობს თანამშრომლობას და იყენებს ინოვაციურ ინსტრუმენტებს ქვეყნის ენერგეტიკული მომავლის გაძლიერებისათვის.

პროექტის პარტნიორები:

სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA)

სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) ბრატისლავაში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც ხელს უწყობს ინფორმირებულ საგარეო პოლიტიკას დამოუკიდებელი კვლევის, აქტიური დებატებისა და გადაწყვეტილების მიმღებთათვის, პრაქტიკული რეკომენდაციების მეშვეობით. კრიტიკული ანალიზის გამოყენებით და საზოგადოების ჩართულობით, ორგანიზაცია აქვეყნებს მრავალფეროვან პუბლიკაციებს, მასპინძლობს საერთაშორისო ექსპერტთა ფორუმებს და აძლიერებს მომავალ თაობებს, რათა გაუმკლავდნენ გლობალურ გამოწვევებს.

კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი, ჩეხეთი

კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი, როგორც კარლის უნივერსიტეტის ნაწილი, არის წამყვანი დაწესებულება გარემოსდაცვითი კვლევის სფეროში, რომელიც საქმიანობას ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით. ცენტრი უზრუნველყოფს საკონსულტაციო და საექსპერტო მხარდაჭერას, როგორც უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის გარემოსდაცვით და ენერგეტიკის ეკონომიკის სფეროში მდგრადობის ინდიკატორებისა და განათლების მხარდაჭერისთვის, პროეკოლოგიური ქცევის ჩამოყალიბებისთვის.

ფონდი “პარტნიორები კლიმატისთვის” (P4C), პოლონეთი

ფონდი “პარტნიორები კლიმატისთვის” (P4C) მოქმედებს, როგორც აქტივატორი პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთ ნეიტრალური კლიმატის მომავლის შექმნის მიზნით. მხარდაჭერილი ინიციატივებით, რომელთა მიზანია CO2-ის ემისიების შემცირება, P4C ხელს უწყობს რეალურ ცვლილებებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. P4C მიისწრაფვის მდგრადი მომავლის უზრუნველყოფისკენ.

თეგები: სემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved