• რეკლამა
  • კონტაქტი
23:16, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პუტინმა თავი გააიგივა ჰიტლერთან, მეც მაგიტომ დავიწყე ომიო, ისტორიულად ეს ამბავიც ტყუილია” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
21:51 02-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
395
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
წუხელ ვინც პუტინის ინტერვიუს არ უსმინეთ ისტორიაზე ილაპარაკა. როგორც სჩვევია – ტყუილი. საინტერესო ისაა, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში ჰიტლერი გაამართლა ღიად და პოლონეთი დაადანაშაულა. აღნიშნა, რომ პოლონელებმა აიძულეს ჰიტლერი დაეწყო მეორე მსოფლიო ომი, რადგან არ ითანამშრომლეს ჰიტლერთანო. საკუთარი თავი გააიგივა ჰიტლერთან – ჩემთანაც რომ არ ითანამშრომლეს მაგიტომ დავიწყე ომიო. ჯერ მსგავსი შედარება უკვე ნებისმიერი პოლიტიკოსის არამდგრადობაზე მიუთითებს, მაგრამ ისტორიულად ეს ამბავიც ტყუილია, რადგან 1934 წელს გერმანია და პოლონეთი საზღვრებზეც შეთანხმდა და თავდაუსხმელობაზეც, მაგრამ ჰიტლერი საბჭოეთთან ერთად, 1939 წელს მაინც დაესხა თავს პოლონეთს.
ისე, პუტინის მხრიდან ისტორიაზე საუბრით ევროპელებსა და ამერიკელებს კი ღიმილი ედებათ, რადგან ისტორია თანამედროვე საზღვრების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი რომ გახდეს ყველა ქვეყანა მოითხოვს თავისი წილი ისტორიის გადაწერასა და საზღვრების დგენას.
პუტინმა ბევრი ისაუბრა მე-17 საუკუნეზე. რატომღაც არ უხსენებია, რომ 1610-12 წლებში მოსკოვი პოლონეთისა და ლიეტუვას ხელში იყო, ისევე როგორც სმოლენსკი, მინსკი და სხვა რუსულ-ბელარუსული ქალაქები. მაშინ მოდი ამ საზღვრების დადგენა ხომ არ მოითხოვონ ვარშავასა და ვილნიუსში?! ამ შემთხვევაში, უფრო ძველი ლოგიკით, წარმომიდგენია მონღოლები რას მოითხოვდნენ. ხოლო შვედები უკვე ხუმრობენ პუტინზე, რადგან ვიკინგებისათვის მორჩილების გამოცხადებითა და მმართველად მათი მოწვევით იწყებთ რუსეთის ისტორიას ბარემ ახლაც იმავეს ხომ არ ფიქრობთო.
დაბოლოს, საქართველოშიც, ისტორიის უცოდინარ რუსეთის სამსახურში მდგომებს უყვართ ხოლმე მოგონილი ისტორიების საუბარი თუ როგორ “დაგვიბრუნა” რუსეთმა ტერიტორიები. რატომღაც ავიწყდებათ, რომ იმპერიები ტერიტორიებს კი არ უბრუნებენ ვინმეს, არამედ იპყრობენ თავიანთთვის, შემდეგ კი როგორც რუსეთი მოიქცა იქ რუსიფიკაციას იწყებს და ამ პროცესში მოსახლეობას ყრის ხოლმე. ასე მოიქცა რუსეთი საქართველოს მოსახლეობას სამცხეში, აჭარაში, გურიასა და აფხაზეთში. ილია ჭავჭავაძე დადიოდა კინტრიშის მაზრაში (აჭარა) და მუსლიმ ქართველებს ევედრებოდა არ წახვიდეთ რუსეთის პროვოცირებულ გადასახლებაშიო. ჰო და არც ის მინდა გამომრჩეს, რომ სანამ რუსეთი რამის “დაბრუნებას” დაიწყება, მანამდე პირველი რაც მან გააკეთა ყველა ქართული სამეფო-სამთავრო გააქრო, ჯერ ქართლ-კახეთი, შემდეგ იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი და ბოლო კი აფხაზეთი, რომლის რუსიფიკაციასაც დიდი დრო დაუთმო. ბოლო ქართველი (იმერელი) მეფე სოლომონ მეორე ბრძოლით დაღლილი ტრაპიზონში გახიზნეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მას 1990 წლამდე საქართველოში დაკრძალვის უფლებაც კი ჰქონდა. ამის შემდეგ კი რუსეთმა საყვარელ საქმიანობას მიმართა, დაყავი და იბატონეს – საქართველოს მოსახლეობა მხარეების მიხედვით ეთნოსებად დაჰყო. მოსახლეობას აიძულებდნენ იმერელს არა ქართველად, არამედ იმერელად ჩაეწერა თავი, მეგრელს მეგრელად, აჭარელს აჭარლად და ასე. მხოლოდ ქართლელსა და კახელს შეეძლო თავი ქართველად დაეწერა. ბოლოს კი დაყოფილი ერის რუსიფიკაცია დაიწყო.
რამდენიმე წლის წინ იმავე პუტინმა ამ ნაყალბევი ისტორიის მოშველიებით ისიც თქვა რომ 1801 წელს ქართლ-კახეთის ანექსია რომ მოხდა რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონი უკვე რუსეთის შემადგენლობაში იყოო თავისივე სურვილითო.
ასე რომ ისტორიის ცოდნა აუცილებელია, რათა მოგონილი ისტორიისაგან თავის დაღწევა შეძლო. მაგრამ ისიც აუცილებელია ვთქვათ, რომ ისტორიით და მით უფრო მოგონილი ისტორიით საზღვრების დადგენის მოთხოვნა საერთაშორისო პოლიტიკაში აუცილებლად დიდი ომების გამომწვევი გახდება. ამიტომაცაა დასავლეთისათვის და ჩვენთვის პუტინის ისტორიული წიაღსვლები ერთდროულად ღიმილისმომგვრელიც და საშიშიც.
თეგები: გიორგი კობე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved