პარლამენტს წარედგინა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით, M1 კატეგორიის ტაქსით მგზავრთა გადაყვანისთვის საჭირო იქნება ნებართვა.
ცვლილებების თანახმად, ნებართვის გაცემის უფლება მუნიციპალიტეტის მერს, ან მის მიერ უფლებამოსილ მერიის სტრუქტურულ ერთეულს ექნება, ხოლო მოქმედების ვადებს თავად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო განსაზღვრავს.
ამავდროულად, იგეგმება ადმინისტრაციული ჯარიმების შემოღებაც. კერძოდ, სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში პირი 100 ლარის ოდენობით, ხოლო შესაბამისი ნებართვის გარეშე ავტომობილით გადაადგილება 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
2025 წლის 1 ივნისი არის ბოლო ვადა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებმა მსუბუქი ავტომობილით, M1 კატეგორიის ტაქსით გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა მოახერხონ.
კომენტარები