• რეკლამა
  • კონტაქტი
09:13, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კობახიძის 16 “საგმირო საქმე” – მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:11 02-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
280
პარტია “საქართველოსთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი:
? დღეს პრემიერად ამტკიცებენ ადამიანს, რომლის სახელსაც უკავშირდება:
▪️რუსული კანონის ინიცირება;
▪️პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა;
▪️დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმება/პარტიაზე დაქვემდებარება – ინსპექტორის სამსახურიდან – სახალხო დამცველამდე და ცესკომდე;
▪️სასამართლო რეფორმის გაჩერება – ნაცმოძრაობასთან ერთად მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის სასამართლოს ოფიციალურად გადაფორმება;
▪️საპარლამენტო ზედამხედველობის მოშლა – ფიქციად გადაქცევა;
▪️ვენეციის კომისიის ბოლოდროინდელი უმწვავესი შეფასებები ყველა გაგზავნილ კანონზე;
▪️დეცენტრალიზაციის და მუნიციპალური მმართველობის მოშლა – უკანონო მეთოდებით ძალაუფლების მიტაცება წაგებულ მუნიციპალიტეტებში;
▪️ყველაზე ბინძური წინასაარჩევნო კამპანია შარდის „ბანკებით“;
▪️ქვეყანაში ელიტური/პოლიტიკური კორუფცია (კალაძე-კობახიძის დაჯგუფება);
▪️05-06 ივლისის მოვლენები (ერთ-ერთი წამახალისებელი იყო);
▪️ასოცირების ტრიოს ლიდერობის დაკარგვა;
▪️ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ჩამორჩენა;
▪️დასავლეთის და სტრატეგიული პარტნიორების მტრად გამოცხადება;
▪️ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებული: რუსეთთან კავშირების მქონე ოლიგარქი, კორუმპირებული მოსამართლეები და ეფესბეს აგენტი გენერალური პროკურორი;
▪️პოლარიზაცია და პოლიტიკის დაცლა შინაარსისგან;
▪️ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის განადგურება.
სია გრძელია …
ამტკიცებენ ადამიანს, რომელიც ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპაციის ხაზთან არ არის ნამყოფი და ოკუპანტს მტერს ვერ უწოდებს. ადამიანს, რომელმაც მთავარ მოკავშირედ ნაცმოძრაობა გაიხადა და გუშინ შეხმატკბილებულები ჭუკჭუკებდნენ მათი ოცნების პარლამენტში (სადაც იმედი აქვთ, მხოლოდ თავად იქნებიან).
ამ ფონზე საზოგადოებამ განსაჯოს მისი და მისი პატრონის თითოეული სიტყვის ფასი. მართალია, დამოუკიდებლად, ივანიშვილის ნებართვის გარეშე, სუნთქვაც უჭირს, მაგრამ ამ „საგმირო საქმეებზე“ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
ასეთი „მიღწევების“ ადამიანზე, ბუნებრივია, არჩევანი არჩევნების გასაყალბებლად შეჩერდა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ რასაც ხელი მოკიდა, ყველაფერი ჩააფლავა (რუსული კანონი და პრეზიდენტის იმპიჩმენტი საუკეთესო მაგალითებია) და ივანიშვილი კომფორტის ზონიდან გამოსაყვანი გახადა, გაყალბებულ არჩევნებზეც, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს პასუხისგება ?
თეგები: ნათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved