• რეკლამა
  • კონტაქტი
21:46, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოფელი მეწყერსაშიშ ზონაში იყო, მაგრამ ეს ფერდობი არ ვიცით – სააგენტოს სკანდალური განცხადება

ალია ავტორი - ალია
19:43 02-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
257

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი ბაღდათში ჩამოწოლილი მეწყრის შესახებ საუბრისას და ამბობს, რომ სოფლის დაცლის რეკომენდაცია გაცემული არ ყოფილა:

“კონკრეტული ზონა არ ყოფილა შეფასებული. კონკრეტული, უშუალოდ ეს ფერდობი არ ყოფილა შეფასებული… სოფელი არის მოხვედრილი, ამ სოფელში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ უამრავი ფერდობი არსებობს. აქ საუბარია კონკრეტულ ფერდობზე. როდესაც ვთქვი, რომ საფრთხეები შეფასებულია, ეს არის შეფასებული მთლიანი სოფლის მასშტაბით. კი ბატონო, მითითებული იყო პოტენციურად მეწყერსაშიშ ზონაში.

რეკომენდაცია არ ყოფილა გაცემული და ვერც იქნებოდა გაცემული, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის რეკომენდაციას სჭირდება დამატებითი კვლევები. ეს ინფორმაცია საჯაროა, ვრცელდება ყველასთვის და ხელმისაწვდომია ყველასთვის…  ვერ იქნებოდა კონკრეტული რეკომენდაცია კონკრეტულ მეწყერთან მიმართებაში.” – განაცხადა გედევანიშვილმა.

 

ვასილ გედევანიშვილი დღეს ამბობს, რომ კონკრეტულად ეს ფერდობი იყო თუ არა მეწყერსაშიში, არ იცის, მაგრამ იცის, რომ მთელი სოფელი იყო მეწყერსაშიშ ზონაში, იგი ამბობს, რომ იმისათვის, რომ სოფლის დაცლის რეკომენდაციები გაეცათ დამატებითი კვლევები იყო ჩასატარებელი, თუმცა, რატომ არ ჩაატარა სახელმწიფომ დამატებითი კვლევა, არ იყო ამის სურვილი, თუ სახელმწიფომ უარი თქვა დამატებით ფინანსებზე, დამატებითი კვლევებისათვის, ან იქნებ, ეროვნულ სააგენტოს არ აქვს იმის კომპეტენცია რომ დამატებითი კვლევები ჩაატაროს, ამას გედევანიშვილი არ ამბობს. 

„პოტენციურ მეწყრებს და საფრთხეებს სჭირდება დამატებითი კვლევა, დამატებითი შესწავლა იმისათვის, რომ დადგინდეს, რა რისკები ახლავს ამ საფრთხეებს; არ არსებობს მსოფლიოში სისტემა, რომელიც განსაზღვრავს, ზუსტად როდის, რა ლოკაციაზე განვითარდება მეწყერი. დამატებით კვლევებში ვგულისხმობ თითოეული პოტენციურად მეწყრულ არეალის დამატებით ანალიზს იმისთვის, რომ მოვახდინოთ რისკის შეფასება, თუმცა, ესეც არ აზღვევს რისკს ბოლომდე. სამწუხაროდ, სტიქიასთან ბრძოლაში უძლურები ვართ. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი რისკები დავაზღვიოთ, რაც ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც“, – განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.

გედევანიშვილს არ განუმარტავს, თუ დამატებითი კვლევები იყო საჭირო რათა სოფლების დაცლის რეკომენდაცია გაეცათ, როგორ შეიძლება, დამატებითმა კვლევებმა და კონკრეტული ადგილების დაცლის რეკომენდაცია, არ იყო რისკის დამზღვევი.

შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით დაღუპულია 6 ადამიანი.

“მეწყერი განვითარდა მყისიერად, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან აცილება“, – თქვა გედევანიშვილმა, თუმცა, დღეს ცნობილი გახდა, რომ ბაღდათის სოფლებში მეწყრულ პროცესებს გარემოს სააგენტო ჯერ კიდევ 2022 წელს პროგნოზირებდა და სტიქიის ზონად იყო მონიშნული სოფელი ნერგეეთი.

“მოსალოდნელია მეწყერი” – გარემოს სააგენტო ხელისუფლებას 2022 წელს აფრთხილებდა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved