• რეკლამა
  • კონტაქტი
06:47, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კარმირ ავეტარან მალე მიუვალი და შენობებით გარშემორტყმული აღმოჩნდება – Armenian community

ალია ავტორი - ალია
19:21 02-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
221

ოდესღაც თბილისის ყველაზე მაღალი ეკლესია, შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ, ან კარმირ ავეტარან, სულ მალე საერთოდ მიუვალი და შენობებით გარშემორტყმული აღმოჩნდება, რაც იმის შიშს ბადებს, რომ აღარავინ აპირებს ამ ეკლესიის აღდგენასა და პატრონისთვის დაბრუნებას, სანამ ეს დიდებული ეკლესია საბოლოოდ არ დაინგრევა – ინფორმაციას კულტურული ძეგლის მდგომარეობის შესახებ ორგანიზაცია სომეხთა სათვისტომო საქართველოში ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2023 წლის ბოლოს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პარკინგზე დამონტაჟდა ბანერი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ტერიტორია იყიდება. მათივე თქმით, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ეკლესია სრულად მიუვალი აღმოჩნდება.

“2016 წელს, ეკლესიის აღმოსავლური კედლიდან სულ რაღაც 5 მეტრში, დაიწყო მაღალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელმაც დიდი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში, თუმცა ამ აღშფოთებას შედეგი არ მოყვა. სასტუმრო საბოლოოდ აშენდა, რამაც ეკლესიის საფუძვლის დაზიანების გარდა, ვიზუალურადაც ნაკლებად შესამჩნევი გახადა ეკლესიის შემორჩენილი კედელი და უკარგავს ძეგლს მის არქიტექტურულ ღირებულებას.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, ერთ-ერთი საკვირაო ლიტურგიის შემდეგ, მორწმუნეთა ჯგუფი ავლაბრის ეჩმიაძინის ეკლესიიდან მშვიდობიანი მსვლელობით მიემართა კარმირ ავეტარანის ეკლესიისკენ, სადაც ტაძრის კედელთან სანთლები დაანთეს და ილოცეს. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით ეს კედელიც მიუვალია: ერთი მხრიდან სასუტუმროს დაცვის ჯიხურია დამონტაჟებული, მეორე მხრიდან, სავარაუდოდ იგივე სასტუმროს, შლაგბაუმიანი პარკინგია, ხოლო ეკლესიის კედლის გასწვრივ დარგული ნაძვები – უკვე საკმაოდ წამოიზარდნენ, როგორც სიმაღლეში, ასევე სიგანეშიც.

გარდა ამისა, 2023 წლის მიწურულს, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პარკინგზე დამონტაჟდა ბანერი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ტერიტორია იყიდება, რაც იმაზე გვაფიქრებს, რომ უახლოეს მომავალში ეკლესია სრულად მიუვალი აღმოჩნდება.

მოვუწოდებთ ყველას, თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში დროულად მიაქციოს ყურადღება ამ საკითხს, სანამ ძალიან გვიანი არ არის…

ვიმედოვნებთ, რომ ევროპისკენ მიმავალი საქართველოს მთავრობა მართებულ დამოკიდებულებას გამოიჩენს ისტორიულ და კულტურულ ფასეულობებთან მიმართებაში” – წერს ორგანიზაცია სომხური სათვისტომო საქართველოში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved