• რეკლამა
  • კონტაქტი
01:27, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთავრობა აპირებს მილიარდების დახარჯვას ისე, რომ არ ეკითხება ხალხს”

ალია ავტორი - ალია
13:34 05-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო ბოიკოტს დროებით წყვეტს – ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა:

„დღეს, როცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში პარლამენტი უნდა მუშაობდეს განსაკუთრებული დატვირთვით, როცა პარლამენტში უნდა იხილებოდეს უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი ასობით ათასი ჩვენი მოქალაქისათვის მხარდაჭერის გეგმა, პარლამენტი არის ფაქტობრივად ნებაყოფლობით შვებულებაში გასული. საგანგებო მდგომარეობამ ქვეყნის წინაშე წარმოშვა უამრავი პრობლემა, შეჩერებულია კონსტიტუციის მრავალი ნორმა და მათ შორის ისეთი, რომელიც პირდაპირ იცავს ადამიანის უფლებებს. ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებები და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმმა შექმნა უამრავი პრობლემა, მათ შორის, ელემენტარული არსებობის უფლება ჩამოერთვა ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც დარჩა უმუშევარი და გამოკეტილი საქართველოს ქალაქებში. დღეს არის განსაკუთრებული ვალი პარლამენტისა, რომ განახორციელოს თავისი მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქციები აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. იმ ხელისუფლებაზე, რომელსაც დღეს გეგმაც კი არ აქვს წარმოდგენილი რეალური თუ როდის დაიწყებს სოციალური დახმარებების გაცემას. ევროპის ყველა სახელმწიფომ, ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა დიდი ხანია რაც ამ უმძიმესი კრიზისის პირობებში საკუთარ მოქალაქეებს გაუწიეს ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა.

დღეს საქართველოს მთავრობა მექანიზმებზე ფიქრობს და არ იცის თუ როდის დაიწყება ის მწირი და უსამართლოდ გაწეული დახმარებების დარიგება, რომელსაც ასე ელოდება ხალხი. საქართველოს მთავრობამ 600 000 ჩვენი მოქალაქე, რომელსაც თვითდასაქმებულებს უწოდებენ, გაწირა შიმშილისთვის, ამიტომ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს საგანგებო ბიუჯეტზე, რომელიც დღემდე არ წარმოუდგენია მთავრობას. მთავრობა, რომელსაც თუკი ვენდობით, მაგრამ ხშირად ილუზიებში იმყოფებიან, აპირებს რამდენიმე მილიარდის დახარჯვას ისე, რომ არაფერს ეკითხება ხალხს, ვინაიდან პარლამენტი არის ხალხის წარმომადგენელი და პარლამენტის ნებართვით უნდა იყოს გაწეული ნებისმიერი ხარჯი და ნებისმიერი თეთრი უნდა იყოს აყვანილი კონტროლზე. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას, დაუყონებლივ დაიწყოს პარლამენტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში, დაუყონებლივ დაიწყონ კომიტეტებმა მუშაობა, პლენარულმა სხდომამ. ეს სავსებით შესაძლებელია იმ ნორმების დაცვით, რომელსაც ითვალისწინებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წესები. დისტანციის დაცვით პარლამენტი უნდა შეუდგეს საკუთარი უფლებამოსილების აღსრულებას, ხოლო მთავრობამ კეთილი ინებოს და დროზე წარმოადგინოს პარლამენტში საგანგებო ბიუჯეტი და ანტიკრიზისული გეგმა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved