• რეკლამა
  • კონტაქტი
20:57, ორშაბათი, 23 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მლან­ძღა­ვენ იმის გამო, რომ ევ­რო­პულ კურსს ვუ­ჭერ მხარს, ჩემი აღარც სიმ­ღე­რა მოს­წონთ” – შავი სია და “ფეიკები” – გიორგი უშიკიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:44 02-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

მომ­ღე­არ­ლი გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ერთ-ერთი მე­დი­ის თა­ნამ­შრომ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ სი­ტყვე­ბი, რომ თით­ქოს სად­მე თქვა, “სულ არ მე­ხა­ლი­სე­ბა “რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის” კონ­ცერ­ტზე გა­მოს­ვლა, მაგ­რამ გულს რომ ემ­ღე­რე­ბა, რა ვქნა? გულს ვერ უბ­რძა­ნებ…” – მას არ ეკუთ­ვნის და ტყუ­ი­ლია.

Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს:

ეს ადა­მი­ა­ნი თუ არ ვცდე­ბი, ჟურ­ნა­ლი­სი­ტია, ვინც ეს და­წე­რა. ზო­გა­დად, ბოლო დროს აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რო­დე­საც ადა­მი­ან­ზე რა­ღა­ცას მო­ი­გო­ნე­ბენ, სტა­ტუ­სად და­წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და შემ­დეგ ეს მი­აქვთ სხვა­დას­ხვა სა­ა­გენ­ტო­ებს და ხალ­ხს ალან­ძღი­ნე­ბენ. მგო­ნია, რომ ეს სპე­ცი­ა­ლუ­რად არის გა­კე­თე­ბუ­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის ნა­წი­ლი, ვის­ზეც ეს “ფე­ი­ქი” კეთ­დე­ბა, უნ­დათ დათ­რგუ­ნონ იმ ლან­ძღვა-გი­ნე­ბით, რო­მე­ლიც შემ­დეგ ამ სტა­ტუ­სე­ბის ქვე­ვით ხდე­ბა. ისე­თი რა­ღაც და­წე­რა ჩემ­ზე ამ ადა­მი­ან­მა, რომ მეც კი ვერ გა­ვი­გე ში­ნა­არ­სი და მი­თუ­მე­ტეს, სხვამ რო­გორ უნდა გა­ი­გოს.

მარ­თა­ლია, მე მი­ვეჩ­ვიე მსგავს შე­მო­ტე­ვებს და სიც­რუ­ის გავ­რცე­ლე­ბას, მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს, ინერ­ვი­უ­ლონ, გა­ნი­ცა­დონ. ეს საკ­მა­ოდ სა­ში­ში რა­მეა. ჟურ­ნა­ლის­ტი­კა მო­ი­თხოვს მა­ღალ სტან­დარ­ტებს და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, უნდა თქვა ის, რაც არის და არ უნდა მო­ი­გო­ნო ის, რაც არ არ­სე­ბობს, ამით გული არ უნდა ატ­კი­ნო სხვა ადა­მი­ანს.

იცით, რა­შია საქ­მე, ჟურ­ნა­ლის­ტის ფუნ­ქცია ხომ ის არის, რომ ადა­მი­ა­ნებს და­ეხ­მა­როს, რა უჭირს, რა ულ­ხინს, ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ტა­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე, მაგ­რამ ესე­ნი ხომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არ არი­ან, ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმით, რომ სხვე­ბი ანერ­ვი­უ­ლონ და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნონ. ამ ადა­მი­ა­ნის გვერ­დზე, სა­დაც ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდა, ხალ­ხი მლან­ძღავს, რის გამო, თა­ვა­დაც არ იცი­ან.

რაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია, არ­ცერ­თხელ არ­სად არ ვყო­ფილ­ვარ მიწ­ვე­უ­ლი.

სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს არ­სე­ბობ­და ასე­თი რა­ღა­ცე­ბი, ზოგი მე­ტად აკე­თებ­და, ზო­გიც ნაკ­ლე­ბად, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ისე­დაც ცო­ტა­ნი ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვინც მარ­თლა რა­ღა­ცას კარ­გად აკე­თებს, სა­კუ­თარ თავ­ზე არ მაქვს სა­უ­ბა­რი, რად­გან ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ შავ სი­ა­შია, რო­მე­ლიც მარ­თლა ძა­ლი­ან დიდ საქ­მეს აკე­თებს.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ქვე­ყა­ნა გან­ვი­თარ­დეს ამ ფორ­მით და ერ­თმა­ნეთს პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით ვებ­რძო­ლოთ. მა­გა­ლი­თად, მე თუ არ მომ­წონს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, არ უნდა მამ­ღე­რონ? – ან თუ აქებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გამ­ღე­რე­ბენ, ეს უნდა დას­რულ­დეს, არა მხო­ლოდ კულ­ტუ­რა­ში, არა­მედ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, სპორ­ტი იქ­ნე­ბა ეს, ხე­ლოვ­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი დარ­გი თუ სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბა.

ადა­მი­ა­ნე­ბის და­ყო­ფა იმის გამო თუ რო­გორ ფიქ­რო­ბენ, რო­გორ მი­აჩ­ნი­ათ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა სწო­რად, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მა­გა­ლი­თად, მე ადა­მი­ა­ნე­ბი მლან­ძღა­ვენ იმის გამო, რომ ამ ქვეყ­ნის ევ­რო­პულ კურსს ვუ­ჭერ მხარს. ამი­ტომ ჩემი აღარც სიმ­ღე­რა მოს­წონთ და ხომ მაქვს უფ­ლე­ბა, რომ ჩემი აზრი მქონ­დეს. მე ნამ­დვი­ლად არ მინ­და სა­ქარ­თვე­ლო იყოს ისე­თი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც რუ­სე­ბის მო­ნო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა.

თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა გულ­წრფე­ლი და არა რეკ­ლა­მის­თვის, რომ ჩვენ ხომ გე­ძა­ხით, მოდი და იმ­ღე­რე, რა­ტო­მაც არა, მაგ­რამ თუ ერთ კონ­ცერ­ტზე და­გი­ძა­ხე­ბენ და სხვას და­ა­ნა­ხე­ბენ, შემ­დეგ კი ისევ ისე მო­იქ­ცე­ვი­ან, არა. დარ­წუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლო­ვა­ნი და­თან­ხმდე­ბა, ვის არ სჭირ­დე­ბა შე­მო­სა­ვა­ლი, ჩვენ ხომ ამით ვცხოვ­რობთ. მაგ­რამ უკვე ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და, რაც ეს გუნ­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია და ერთხელ არ და­იუ­ძა­ხი­ათ და არც ახლა და­მი­ძა­ხე­ბენ.

მა­გა­ლი­თად, ნინო ქა­თა­მა­ძეს ბოლო პე­რი­ო­დია აღარ ეძა­ხი­ან, ადრე იყო ხოლ­მე ნინო კონ­ცერ­ტებ­ზე, ამა­ზე თა­ვა­დაც გა­ნა­ცხა­და. ვფიქ­რობ, ახლა უკვე პი­რი­ქით მოხ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სხვებ­საც აღარ და­უ­ძა­ხონ. რაც უფრო კრი­ტი­კუ­ლი გახ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, მით უფრო შე­ვიწ­როვ­დე­ბა ის წრე, ვინც იმ კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მო­ვა, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­თავს.

 

 

თეგები: გიორგი უშიკიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია
ახალი ამბები

#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია

15:51 06-23-2025
“ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ახალი ამბები

“ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

14:49 06-23-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი – თიბისი

14:22 06-23-2025
როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved