პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, აჭარაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
„სამწუხაროდ, სტიქიაა დასავლეთ საქართველოში, აჭარაში. როგორც მითხრეს, ორი ადამიანია დაღუპული. ვუსამძიმრებ ოჯახებს. გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები და იმედია, წარმატებული იქნება“, – თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ხულოში, ზემო თხილვანაში ზვავმა სახლი წაიღო, რასაც ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო სავარაუდოდ, მეორე შემთხვევა, ქედაში მოხდა.
კომენტარები