• რეკლამა
  • კონტაქტი
08:19, შაბათი, 16 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ, რა მიზეზებით დაბრუნდა ივანიშვილი? – “ზღაპარია, რომ დასავლეთმა აიძულა” – ცოტნე გამსახურდია ივანიშვილის მეორედ “დაბრუნებაზე”

ალია ავტორი - ალია
22:08 02-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
674

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, ბიძინა ივანიშვილის მეორედ პოლიტიკაში “მობრუნებაზე”, 2018 წელს, წერდა:

ბიძინა ივანიშვილის “დაბრუნებასთან” დაკავშირებით
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში ისმის კითხვა, რატომ, რა მიზნებით, რა ფაქტორების გამო დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი. ყველას გვახსოვს მისი წლების უკან გაკეთებული განცხადება, რომ თუ რაიმე კატასტროფული არ მოხდა, ის არ დაბრუნდება და მისი მოსვლა ქრისტეს მეორედ მოსვლასაც კი შეიძლება შევადაროთ. მაშ, რასთან გვაქვს საქმე, რატომ მიატოვა საკუთარი ფინანსური იმპერია და კვლავ დაუბრუნდა ქართულ პოლიტიკას?
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ივანიშვილი არ მოსულა სახელმწიფო მართვის სისტემაში: ის საკუთარ პარტიას დაუბრუნდა, გახდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, ადვილი გამოსაცნობია, რომ მას საქვეყნო მიზნები და ჩვენზე დარდი კიარა, საკუთარი პარტიული სტრუქტურის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნები ამოძრავებს. არავითარი ოფიციალური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მას რეალურად არც ახლა აუღია.
ზღაპარია ისიც, რომ ივანიშვილი დასავლეთმა ან სხვა გარე ძალის ცენტრმა აიძულა დაბრუნებულიყო. დასავლელი მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნები და ორგანიზაციები რახანია სხვადასხვა ფორმებით აკრიტიკებენ მის არაფორმალურ მმართველობას და ამ პარტიული ფარდის მიღმა მოვლენას მხარს არ დაუჭერდნენ.
ვფიქრობ, საქმე ისაა, რომ ქართული ოცნება, რომელმაც 2016 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის სულ რაღაც 23 პროცენტი მიიღო და ისიც მაჟორიტარული სისტემის მაქინაციების წყალობით, სერიოზულ კრიზისს განიცდის. დღეს ეს 23 პროცენტიც რეალურად განახევრებულია, თუ უფრო ნაკლები არა, და კობახიძე-ზარდიაშვილი-თალაკვაძის ყიყინით ფონს რომ ვერ გავლენ, ამას ივანიშვილი კარგად ხვდება. პოლიტიკურად გამოუცდელი და პიროვნულად უავტორიტეტო ბიჭ-ბუჭების იმედად ყოფნას ის აღარ აპირებს. მხარდამჭერთა რაოდენობა კატასტროფულად შემცირებულია, ხოლო რაც უფრო მცირეა ჯგუფი, რომელიც ცდილობს მოიპოვოს კონტროლი უმრავლესობაზე, მით მეტია პოლიტიკური დაძაბულობა და სავარაუდო მძიმე შედეგები. რამდენიმე თვეში საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელთაც, მართალია დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა არა აქვს საარჩევნო ციკლებში, მაგრამ სერიოზული სიმბოლური დატვირთვა აქვს შინაც და გარეთაც: მათი სამარცხვინოდ წაგება 2020 წლისათვის პოლიტიკური განაჩენი იქნება. ხალხში რეალური იმედი და შესაძლებლობა გაჩნდება დისკრედიტებული და კორუმპირებული ქოცების მოშორებისა.
დღეს ივანიშვილს დიახაც ბევრი აქვს დასაკარგი და ესაა მისი “მეორედ მოსვლის”, კატასტროფის მიზეზი: დამშეული, მოტყუებული, იმედგაცრუებული 90 პროცენტი უკიდურეს მდგომარეობამდეა მისული. თავად შეიძლება გაასწროს, მაგრამ დაკარგავს უზარმაზარ პირად ქონებას და გამწარებული მასა მის თავხედ, უცხვირპირო მონებს ხეებზე ჩამოკიდებს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი პარტიის რიგებში მეტი დისციპლინა და მობილიზაცია შეიტანოს, რათა შეძლონ ძალაუფლების შენარჩუნება. ესაა და ეს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ “ოცნებას” ვეღარაფერი უშველის. ამათი ზღაპრების და დემაგოგიის დამჯერებელი მონების მცირე ნაწილის გარდა აღარავინაა. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? გავაგრძელოთ ძიება, დისკუსია, მცდელობა, იქნებ 2020 წელს მაინც ამოვიდეთ ერთპარტიული მმართველობიდან და ამ ერთმა მუჭა ერმა ბოლობოლო მოვახერხოთ საუკეთესო წარმომადგენლების – თუნდაც სხვადასხვა პოზიციაზე მყოფთა – წინ წამოწევა საერთო მიზნებისთვის. თუ საერთოდ გვინდა პლანეტის სცენაზე დარჩენა…
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა, მეორედ “მობრუნდებიდან” ისევ მალევე “დატოვა” პოლიტიკა, ისევ განაცხადა, რომ აღარ მობრუნდება, და ისევ, არჩევნების წელს დაბრუნდა ოფიციალურად, ისევ პარტიულ თანამდებობაზე. დღესაც, ისევ ბევრი წერს და ამბობს, რომ თითქოს ვიღაცამ აიძულა, და ისევ ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ იგი სწორედ არჩევნების გამო მობრუნდა ოფიციალური სტატუსით, სწორედ ქონებაზე და ძალაუფლებაზე ზრუნავს და ისევ აანონსებენ, რომ ვიღაცეების თავები პოლიტიკურად გაგორდება ძირს – შესაბამისად, ბევრი არაფერი შეცვლილა 2018 წლის შემდეგ, როგორც ვხედავთ. 
თეგები: ცოტნე გამსახურდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved