• რეკლამა
  • კონტაქტი
14:13, კვირა, 2 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იანვრიდან ელექტროენერგიის მომხმარებლები გადახდის ქვითარს შემცირებული ტარიფით მიიღებენ

ალია ავტორი - ალია
18:22 01-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
732

საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის მომხმარებლები ქვითარს ახალი, შემცირებული ტარიფით მიიღებენ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე 3 თეთრით შემცირდა. რეგიონებში, სს „ეპ ჯორჯია მიწოდებას“ მიერ ახალი ტარიფით დაანგარიშებული ქვითრების მომხმარებლებისთვის გაგზავნა უკვე მიმდინარეობს, ხოლო ქ. თბილისში, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) მიერ აბონენტებისთვის ქვითრების გაგზავნა 30 იანვრიდან დაიწყება.

სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, შემცირებულ ტარიფს დადებითი გავლენა აქვს ყველა კატეგორიის მომხმარებელზე. განსაკუთრებით არასაყოფაცხოვრებო, კომერციული ტიპის მომხმარებლებზე, რომელთა წლიური მოხმარება 500 000 კვტ/სთ-ს აღემატება. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართული ასეთი ტიპის კომერციული მომხმარებლების თვიური დანაზოგი საშუალოდ 5 500 ლარია, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართული კომერციული აბონენტების – საშუალოდ 12 838 ლარი. ჯამში, კომერციული მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების შედეგად მიღებული საშუალო თვიური დანაზოგი ასე ნაწილდება: 500 000 – 1000 000 კვტ/სთ წლიური მოხმარების მქონე როგორც სს „თელასის“, ასევე სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ჩართული კომერციული მომხმარებლებისთვის, საშუალო თვიური დანაზოგი შეადგენს 1 800 ლარს; 1 000 000 – 5 000 000 კვტ/სთ წლიური მოხმარების მქონე კომერციული აბონენტებისათვის საშუალო თვიური დანაზოგი შეადგენს სს „თელასის“ ქსელში 5000 ლარს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში – 5 500 ლარს; 5 000 000 – 25 000 000 კვტ/სთ წლიური მოხმარების მქონე კომერციული აბონენტებისათვის საშუალო თვიური დანაზოგი შეადგენს სს „თელასის“ ქსელში 25 000 ლარს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში – 23 600 ლარს; 25 000 000 – 50 000 000 კვტ/სთ წლიური მოხმარების მქონე კომერციული აბონენტებისათვის საშუალო თვიური დანაზოგი სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში შეადგენს – 81 000 ლარს; 50 000 000 კვტ/სთ და მეტი წლიური მოხმარების მქონე კომერციული აბონენტებისათვის საშუალო თვიური დანაზოგი სს „თელასის“ ქსელში შეადგენს 131 000 ლარს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში საშუალოდ – 455 000 ლარს.

სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ანალიზი ეფუძნება გამანაწილებელი კომპანიების ქსელში ჩართული კომერციული აბონენტების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლებს, თვიურ და წლიურ ჭრილში. კერძოდ, საპროგნოზო მაჩვენებლები გაანგარიშებულია 2023 წლის მოხმარების ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისად.

თეგები: როცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved