• რეკლამა
  • კონტაქტი
12:13, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“17 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ჩემზე ფიზიკურად იძალადა ცოტნე გამსახურდიამ” – სოფია ჩიკვილაძე

ალია ავტორი - ალია
19:34 01-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,378
მოდელი, ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე, სოფია ჩიკვილაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“17 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ჩემზე ფიზიკურად იძალადა ცოტნე გამსახურდიამ.
36 წლის ვარ და დღემდე ნათლად მახსოვს…
სარკეს ვერ ვიტან, იმიტომ რომ პირველი რაც მახსენდება იმ დღიდან… დამწვარი, კოლხური კოშკის აბაზანაში საკუთარი თავის ჩაკეტვა და სარკეში ჩემი დასახიჩრებული, დასისხლიანებული სახის დანახვაა ….
შემდეგ მახსოვს კარის შემომტვრევა და მისი ხვეწნა მუდარა…. რომ ეს იყო შეცდომა, მსგავი არაფერი არასდროს დამართვნია და აღარ განმეორდებოდა, ტირილი და იარაღის საფეთქელზე მიბჯენა … თუ მე დავტოვებდი სახლს, თავს მოიკლავდა…
შემდეგ, შემდეგ იყო ჩემი 10 დღიანი კოშკში გამოკეტვა … მობილურის წართმევა და ლოდინი თუ როდის გადამივლიდა მის მიერ მოყენებული დაზიანებები. (დღეში ერთხელ მქონდა დარეკვის უფლება დედაჩემთან, მისი ზედამხედველობის ქვეშ და უნდა მეთქვა, რომ მე დაქალთან ვრჩებოდი )
დრო რომ გაიწელა და მიხვდა დედაჩემს ვეღარ მოატყუებდა, მაჩუქა სკეიდბორდი ლურჯი ფერის და დამარიგა თუ ჩემს დალურჯებულ თვალზე მკითხავდნენ, მეპასუხა სკეიდბორდით “კატაობას” ვსწავლობდი და ბარდიულს ჩამოვარტყი სახე … კატეგორიულად გამაფრთხილა, რომ არ მივსულიყავი პოლიციაში(ან სად მივიდოდი სევასტოპოლზე პოლიციაში ?) და აქვე უნდა დამემახსოვრებია,რომ მაყუჩიანი იარაღიც ჰქონდა, რომ რამე ….
მერე რა იყო ? ახლობლის ზარი ჩემთან რომ მან სუიციდი სცადა, კომაში იყო და მე _9 საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა …( დღემდე აქვს შრამი მკერდთან, საკმაოდ დიდი, დანით მიყენებული )(მეორე შრამი მარჯვენა ფეხთან ნატყვიარი ,ეს კიდევ სხვა ისტორია )
გავაგრძელო თუ ესეც საკმარისია ? 
პ.ს. ან მე ან ჩემს რომელიმე შვილს თუ ახლო ნათესავს ,თმის ღერიც თუ შეერხევა უმიზეზოდ იცოდეთ, რომ ყველგან სადაც საჭიროა გაფრთხილებულები არიან, და იციან ვის უნდა მოსთხოვონ პასუხი .
გინდათ ღია ომი, კი ბატონო. აქ ვარ 
პ.ს.ს. არანაირ ძალადაობას არ აქვს გამართლება, იყო გამსახურდია ალიბი არ არის ! პირიქით მეტი პასუხისმგებლობაა, საზოგადოების წინაშე .
და არავინ მკითხოს ახლა რატომ?
2010 წელს გავაჟღერე მე ეს ინფორმაცია, შედარებით მსუბუქ ფორმაში და იმის მაგივრად ვინმე გვერდით დამდგომოდა, ყველამ ვისაც არ დაეზარა, მე გადამიარა .
ახლა კი მავანი გადაცემა ” სიმართლის დრო ” _ით მაშინებს, სასაცილოა. …სატირალი რომ არ იყოს.”
ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიასა და სოფია ჩიკვილაძეს შორის დაპირიპირება წლების წინ დაიწყო.  ცოტნეს დაპატიმრების შემდეგ, სოფია გადაცემა ”სიმართლის დროს” სტუმრობდა, რის შემდეგაც წყვილს შორის ურთიერთობა უფრო აირია.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ცოტნე გამსახურდიამ დაწერა:

”მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი ქალიშვილის, თამარ გამსახურდიას სახელით არის გახსნილი საიტი, რომლის უკან დგას ვინმე სოფიო ღლონტი, მღვდელი ნ. ღლონტის ქალიშვილი. იგი ბავშვის სახელით სპეკულირებს, ცდილობს საკუთარი ფინანსური პრობლემების მოგვარებას და უკვე არაერთი გულკეთილი, სიმპატიით განწყობილი ადამიანი მოატყუა. მინდა იცოდეთ, რომ მას არავითარი შეხება არ გააჩნია ბავშვთან.

რაც შეეხება თვით თამარს ან დედამისს, მისი ბრალი არაა, რომ ასეთი დედის მეშვეობით მოევლინა ქვეყანას. იმედი მაქვს, იგი თავის დროზე ყველაფერს გაიგებს, ხოლო მანამდე ვერავის – იქნება ეს სოფო ღლონტი თუ დედამისი – ვერ მივცემ მის იარაღად გამოყენების საშუალებას იმედია, ყველაფერს სწორად გაიგებთ.
ეს განცხადება საზოგადოების გაფრთხილებას და ინფორმირებას ისახავს მიზნად…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved