• რეკლამა
  • კონტაქტი
07:16, ორშაბათი, 4 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ავსტრალიაში ცოლ-ქმარმა ეზოიანი სახლი იყიდეს 2 პროცენტიანი სესხით და ისე იხდიან ვერც იგებენ” – სალომე ხვადაგიანი

ალია ავტორი - ალია
17:48 01-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
422
“თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორი, სალომე ხვადაგიანი:
რაღაც ეტაპზე სესხის გამოტანა ვცადე ბანკიდან. რამდენიმე ბანკთან მქონდა მოლაპარაკებები.
ორ რამეს გავიხსენებ მაგ ფოციალიდან:
1) პროცენტი რაც მითხრეს მეძვირა, მაგრამ ბაზარზე არსებულზე დაბალი იყო, რადგან კარგი გადამხდელი ვარ, და ეს ბანკები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რომ მათთან ამეღო და არა სხვაგან.
და ერთ-ერთმა რომ პროცენტი მითხრა, ჩემთვის ძვირი მაგრამ საერთო კუთხით დაბალი, დასძინა, რამდენიმე წლის წინ კი უფრო დაბალი იქნებოდა, მაგრამ ახლა ასეაო.
2) ორივე ბანკს სურდა სესხი მოეცა, კონკურენტზე უკეთესი პირობების შეთავაზებას ცდილობდნენ, მაგრამ ვერცერთმა მომცა ის რაოდენობა, რაც მინდოდა – რეგულაციები არ აძლევდა საშუალებას. ბანკს უნდოდა მოცემა, მე მინდოდა აღება, მაგრამ ვერ.
ეს საკითხი არ ეხებოდა ისეთ გამოუვალ თემას, როგორიც საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობაა, ამიტომ მევახშესთან აღარ მივედი იმ თანხის საშოვნელად, რაც ბანკმა რეგულაციების გამო ვერ მომცა.
დანაზოგი არ მაქვს. უცებ თავზე დიდი ხარჯი რომ დამეცეს, ერთადერთი იმედი სესხია. თუნდაც ძვირი. ბანკი როცა ვერ მომცემს საჭირო თანხას რეგულაციების გამო, მაშინ მთავარი სიკეთე ჩემთვის მევახშეა. ის მომცემს.
ქართული ოცნება მოვიდა იმ დროშით, რომ აი, მევახშეებს ებრძვის, ვალებს ჩამოწერს, იაფ ფულს დაარიგებს. შემოიღო შეზღუდვები, საბანკო, ასევე კერძო პირებზეც (მევახშეებზეც).
აქედან რამდენიმე წელიწადში სესხი უფრო ძვირია ჩემთვის და ყველასთვის.
ავსტრალიაში შალვას ოჯახის მეგობარმა ცოლ-ქმარმა ეზოიანი სახლი იყიდეს 2 პროცენტიანი სესხით და ისე იხდიან ვერც იგებენ.
ამ დროს გონიერმა ადამიანმა უნდა დასვას კითხვა – რა უნდა გაკეთდეს, რომ სესხი იყოს უფრო იაფი, ნაკლები გამოსახლება ხდებოდეს და ადამიანებს ან არ სჭირდებოდეთ სესხის აღება ან ადვილად ახერხებდნენ გადახდას.
ყველას, აბსოლუტურად ყველას, ვინც ფეისბუქზე ამ დღეებში ნებისმიერი ბანაკიდან წერდა სურს, რომ ქვეყანაში იყოს მეტი კეთილდღეობა, ნაკლები ტრაგედიები, ნაკლები გაჭირვება და გამოსახლება, იაფი სესხი და მეტი შემოსავალი. ეს სურს ყველას.
(საკმარისად არ ტირი და შენ ბავშვებისთვის ცუდი გსიამოვნებს – ამის მთქმელებს არ ვესაუბრები, დაქნეულებად ვთვლი ან ფარისევლებად)
რა უნდა ვქნათ, რომ მივაღწიოთ იმას, რაც სურს ყველას ამაზეა სასაუბრო.
რა პოლიტიკა მიგვაახლოვებს ამ მიზანთან და რომელი პოლიტიკა დაგვაშორებს? – აი, ამაზეა სამსჯელო.
ისტერიკული ბაკუნი მესმის ძირითადად. მოდი ერთად ვიტიროთ არის ინფანტილური მოწოდება.
ისევ მევახშეებს რომ მივუბრუნდეთ და ისტერიკას.
ინგლისის მეფემ ედუარდ პირველმა ომის დასაფინანსებლად დიდი თანხა ისესხა ებრაელი მევახშეებისგან. 1290 წელს კი შემოიღო “Edict of Expulsion”, რომელიც ებრაელების ქონების კონფისკაციას და მათი ინგლისიდან გაყრას გულისხმობდა.
არაფერი ახალი ამ ცისქვეშეთში.
თეგები: სალომე ხვადაგიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved