• რეკლამა
  • კონტაქტი
13:14, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სახლები ჩამოგვართვით, რომ ვეღარაფერი ჩავდოთ, როცა ფული გვჭირდება!” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:25 01-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
702
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
კერძო საკუთრების უფლება გააუქმეთ, სახლები ჩამოგვართვით და სახელმწიფოს გადაეცით, რომ ვეღარაფერი ჩავდოთ, როცა ფული გვჭირდება!
ასე “დაგვიცავით” საკუთარი თავებისგან ბოლშევიკებო!
…
გიენები გამოეფინენ და იმ
ოპოზიციურ პარტიებს ამუნათებენ, ვინც ბოლშევიზმით ხელის მოთბობას
არ ვცდილობთ სხვის ტრაგედიაზე.
გაინძერით, გამოსტაცეთ ოცნებას რამე, სანამ ადამიანის ტრაგედია ცხელიაო!
ბუღაძე ლიდერობს!
…
ილია ჭავჭავაძე კრედიტზე, ბანკზე, მოვალის ვალდებულებებზე, ფულის ბაზარზე… რა გასაკვირია, რომ “ემპათიურებმა” მოკლეს.
?‍⬛?‍⬛?‍⬛
„აქ ამბობენ მამულები ნუღარ გაიყიდებაო… სურვილი კარგია, მაგრამ არა გამოდის რა მარტო სურვილისგან. ვინ ამბობს, კარგი იქნებოდა, რომ ბანკმა ფული გვასესხოს და უკან აღარ მოგვთხოვოს ხოლმე (იცინიან). უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ ბანკმა ყველას უხვად მოგვაყაროს ფული, ოქროთი აგვავსოს, თუნდა არ ვთხოვდეთ კიდეც, მაგრამ ჩემდა და თქვენდა სამწუხაროდ მაგისთანა ბანკები შეუძლებელია (ხანგრძლივი ტაშისცემაა).“
“ბანკი თავადაზნაურობამ დააწესა იმ განზრახვით, რომ მისგან შეწირული ფული სესხად მოეფინოს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ისე მოეფინოს, რომ მაგ ფულს ერთი გროშიც არ დაეკარგოს, სესხმა ფული ასარგებლოს, ფულმა ფული მოიგოს და მხოლოდ ამ მოგებიდან უფრო ბევრი წილი ჩვენი ქვეყნის საერთო საჭიროებას მოხმარდეს და ზოგი კიდევ ღარიბთაც გაუნაწილდეს, იმ ღარიბთა, რომლებიც რომელიმე უბედურების გამო სიღარიბეში ჩაცვივნულან და არა იმათ, ვინც გულაღმა წვანან, გულზე ფაფუკი ხელები დაუკრეფიათ, პირი დაუღიათ და ჰყვირიან, მასვით და მაჭამეთო.“
“კრედიტი ეკონომიურის თვალით გასინჯული, ერთი იმისთანა გამოსადეგი ღონეთაგანია, რომლის შემწეობითაც გროვდება გაფანტული და უქმი კაპიტალი საზოგადოებისა და ერთის ხელიდან მეორეში გადადის წარმოების გასაძლიერებლად.“
“კრედიტი ორი პირი მახვილია (…) თუ კაცი კრედიტს წარმოების გასაძლიერებლად არ მოიხმარს, იგი კაცის დამღუპველია, ის კრედიტი კი, რომელიც იხმარება წარმოების გასაძლიერებლად, ერთი იმისთანა წყაროა საზოგადო სიმდიდრისა, ურომლისოდაც კეთილდღეობა საზოგადოებისა ძნელად იგულისხმება.“
“თუ რა ეშველება გაიაფებას, ამ მხრივ უნდა ეშველოს, სხვა ყოველი უქმი ნატვრაა და უქმადაც ჩაივლის კიდეცა, თუ ერთობ ფულის ბაზარმა არ გააიაფა საზოგადო კრედიტი. ფულის ბაზარი კი ამ შემთხვევაში საერთო ეკონომიკურის მდინარეობის კანონებს ექვემდებარება და ამ კანონებზე ბანკს ხელი არ მიუწვდება არასგზით, მარტო თავისი ნებით სარგებელს ვერ დასწევს და ვერც ასწევს.“
“ჩვენი უბედურება ის არის, რომ სესხით სარგებლობა არ ვიცით. ბანკმა ყველა ჩვენგანი უნდა შეაჩვიოს ვალის პირნათლად გადახდას, როცა მოვალე ვალს არ უხდის, პირიქით ეტანება კიდეც, ამისთანა მოვალესთან გულჩვილობის გამოჩენა სწორედ გულქვაობა იქნება…კარგად ვიცი, რომ ბევრი ათასს ბრალს დამდებს ამ გულქვაობისთვის, მაგრამ მე ასეთი ბრალისა არ მეშინიან, როგორც იმ ექიმს, რომელიც ავადმყოფს არჩენს…“
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

08:00 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved