• რეკლამა
  • კონტაქტი
05:55, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არაადამიანური გამოსახლებით ქოცნებამ მოიგო – 1:0” – ნიკოლოზ ლოლაძე

ალია ავტორი - ალია
13:56 01-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
303
ანალიტიკოსი, ნიკოლოზ ლოლაძე, გუშინ, 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებას ეხმაურება და წერს:
რატომ დღეს?
ბინა, რომლიდანაც დღეს ყოფილი მესაკუთრე გაასახლეს, 2018 წლიდანაა ახალი მესაკუთრის, კერძო მევახშის, ოფიციალურ მფლობელობაში. საკუთრივ გამოსახლების პროცესიც უკვე წლებია გრძელდება, მაგრამ ფიზიკურად გამოსახლება მხოლოდ დღეს “მოხერხდა”. რატომ?
სწორედ დღეს – საარჩევნო 2024 წლის იანვრის ცივ, თოვლიან დღეს – გადაწყვიტა სახელმწიფომ, 60-მდე პოლიციელის მობილიზება აღსრულების ბიუროს დასახმარებლად, რათა თბილისის ცენტრში 40 ათას ლარად ხელში ჩაგდებული 108 კვადრატული მეტრის ფართის ბინა გადაეცა “კანონიერი” მფლობელისთვის. რატომ ახლა და არა მანამდე? და, საერთოდ რატომ გადაწყვიტა ამ, თითქოსდა თავისივე თავის დამაზიანებელი ნაბიჯის გადადგმა მმართველმა ძალამ. ქოცნების ძლიერი პოლიტიკური ნება რომ არა, რამდენიმე ათეულ პოლიციელს იქ რა შეკრებდა?
მაგიური სიტყვა – “არჩევნები”.
ანეკდოტია – გამოუცდელი მონადირე გამოცდილს ეკითხება, დათვი თუ გამოგვეკიდა, გავექცევით? ჩვენზე სწრაფად ხომ დარბისო? გამოცდილი პასუხობს, არაა აუცილებელი დათვზე სწრაფად ირბინო, საკმარისია, სხვა მონადირეებზე სწრაფად ირბინოო.
კი, ზედაპირულად რომ შევხედოთ, მმართველი ძალაა დღევანდელი გამოსახლების შემოქმედი და თვითდაზიანებას ჰგავს ეს ყველაფერი, მაგრამ, თუ არანაკლები პოლიტიკური დარტყმა მის მთავარ კონკურენტებსაც მიადგა, ეს “თვითდაზიანება” ძალიანაც რაციონალური ხდება.
და მართლაც ასეა. ის, რაც დღეს კეკელიძის ქუჩაზე მოხდა (და ხვალ-ზეგ კიდევ რამდენიმე უბანში განმეორდება), პოლიტიკურად ყველაზე მეტად სწორედ ოპოზიციას აზიანებს. დღეს საქართველოში მცირე პროდასავლური ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მკაფიოდ მემარჯვენეა. დღევანდელ ამბავზე რეაგირების ორი გზა აქვთ, ცუდი და უარესი – ან პირში წყალი უნდა დაიგუბონ, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ანდა ხმამაღლა უნდა თქვან, დიახ, სწორი იყო რაც სახელმწიფომ გააკეთა, მსესხებლის უპასუხისმგებლობის ბრალია ყველაფერიო – ესაა, რასაც მათი პოლიტიკური ფილოსოფია ითხოვს. საკუთარი თავის გარდა, სხვას რომ ვერავის დააჰიპნოზებენ ამით და მათი (პოტენციური) ელექტორატი ამით რომ არ გაიზრდება (და პირიქითაც, რომ დაიბერტყება), ცხადია. მემარჯვენეობის თეორიული ხიბლი, ცოტა არ იყოს, ხუნდება რეალური ადამიანების რეალურ უბედურებას როცა ცხადად უპირისპირდება.
ლელო არის ერთადერთი შედარებით დიდი ოპოზიციური პროდასავლური პარტია, რომელიც აქტიურად “მემარცხენეობს”, რაც, მისი შექმნის ისტორიისა და დაფინანსების წყაროს კონტექსტში, ზოგადადაც, ცოტა არ იყოს, ანეკდოტურია, დღევანდელ ამბავთან მიმართებაში კი, საერთოდ – travesty, აბსურდი. ნებისმიერი ჭეშმარიტად მემარცხენე პროევროპელი პოლიტიკოსი დღეს კეკელიძის ქუჩაზე იდგებოდა. ევროპის ცენტრალური იდეა ის არის, რომ ასეთი რაღაცები – ცივ, თოვლიან დღეს 3 თვის ჩვილის ბინიდან ქუჩაში გაგდება – არ უნდა ხდებოდეს. შეიძლება ვცდები, შემისწორეთ თუ ასე არაა, მაგრამ არცერთი აქტიური “მემარცხენე” პოლიტიკოსი დღეს კეკელიძის ქუჩაზე არ მისულა. კი შეიძლება გააკეთოს ლელომ რამე განცხადება (შეიძლება უკვე გააკეთა კიდეც, არ ვიცი), მაგრამ ამ განცხადებაზე პასუხი რომ მეტწილად “ჰაჰა” იქნება, ეგეც ნათელია.
მშრალი პოლიტიკური შედეგი: დაზიანდა პროდასავლური ოპოზიცია. დაზიანდა ქოცნებაზე მეტად, რომელიც დღევანდელი არაადამიანური გამოსახლების შემოქმედია. ქოცნებამ მოიგო. 1:0
თეგები: ნიკოლოზ ლოლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved