მთავარი არხის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია “ალიანს ჯგუფს” სახელმწიფომ მოცვის ბაღების გაშენების პროექტი დაუფინანსა. საუბარია, დაბა “ლაითურში” 47 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებულ ბაღებზე. “ალიანს ჯგუფის” დამფუძნებელი და დირექტორი დაკავშირებულები არიან “ქართულ ოცნებასთან”. ისინი, წლებია, მმართველი პარტიის მსხვილი შემწირველები არიან. კომპანია ერთ-ერთი მონოპოლოსტია სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის დირექტორი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის მამაა, “ალიანს ჯგუფის” ერთ-ერთი დირექტორი დავით ბალაძე კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის სიძე.
კომენტარები