სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი:
“ძალიან დამწყდა გული, ხატი რომ წააბრძანეს “გადასაკეთებლად.”
იქნებ, დაგვითმონ ის ხატი, როგორიც არის, უცვლელად, და ხატწერის თანხებს დავფარავთ, მეგობრები, თანამოაზრეები, უმორჩილესად გთხოვთ.
და ახალი ხატი დაწეროს ხატმწერმა, ისეთი, როგორიც ნატა ფერაძეს მოეწონება.
გთხოვთ, ფერაძის “დაწუნებულს” არ ახლოთ ხელი, დაგვიტოვეთ ამდენი ადამიანის ლოცვააღვლენილი წმინდანის ხატი უცვლელად, ხატის ხელუხლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რწმენისთვის.
მოგვეცით, გთხოვთ, ეს ხატი…
შემინდე, უფალო, მე, ცოდვილს.
შეგვეწიე და დაგვეხმარე, წმინდაო მატრონა მოსკოველო.”
კომენტარები