• რეკლამა
  • კონტაქტი
08:47, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე ვფიქრობ, რომ შეცდომაა, როდესაც ბიძინაზე ამბობენ, რომ ის პრორუსია და პუტინის შეკვეთებზე მუშაობსო…“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:58 01-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,223

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, თქვენი აზრით, რა მიზანი და გეგმები აქვს პოლიტიკაში მესამედ მოსულ ივანიშვილს?

– ორი ძირითად მიზანი აქვს. ერთი, პოლიტიკური იმუნიტეტის შეძენა, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს გარკვეული შფოთვები, რომ სამომავლოდ მისი კეთილდღეობა და უსაფრთხოება  გაუარესდება. მოლოდინი აქვს, რომ მომავალში, შესაძლოა,მის მიერ ხელდასხმული პოლიტიკის გამო,  პირდაპირი საერთაშორისო სანქციები დაუწესდეს. ამიტომ, მისი ერთგვარი ინსტიტუციონალიზაცია ამ პროცესს  სერთოდ თუ არ გააჩერებს, საგრძნობლად შეაფერხებს. მეორე ის არის, რომ მას გაუჩნდა განცდა, რომ „ქართული ოცნების“ ელიტამ ცოტა აიშვა და ასე, რომ ვთქვათ, მათი ტელეფონით მართვა უკვე შეუძლებელი გახდა. ამიტომ, მას სჭირდება პარტიაში, ხელისუფლებაში წესრიგის აღდგენა, აბსოლუტური ძალაუფლების დაცვა. ამის გამო დაუბრუნდა პოლიტიკურ მაგიდას ანუ ხელით მართვის რეჟიმს, რითაც თავიდან იყო დაკავებული. მე ვფიქრობ, ეს არის 2 ძირითადი მიზეზი, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში.

– ივანიშვილს აქვს პოლიტიკური რესურსი, რომ დასავლეთთან დაალაგოს ურთიერთობა და აიცილოს  მისთვის უკვე გამზადებული სანქციები?

– თუ ივანიშვილი იქნება ინსტიტუციონალიზებული და ჩვენ ნუ ვიტყვით, რომ ეს მისი ბოლო გაჩერებაა, ბევრი რამ დროებით მაინც შეიძლება შეიცვალოს.  პარტიის საპატიოს თავმჯდომარეობა, პრემიერის  წარგდენის უფლება, შესაძლოა, ერთ–ერთი ეტაპია მისი გეგმისა. შესაძლოა, მომავალში  უფრო გააძლიეროს თავისი ინსტიტუციური როლი. დავუშვათ, პრეზიდენტად იყაროს კენჭი ან სხვა რამ გადაწყვიტოს. მის სურვილს  ჯერ აქ წინ ვერავინ დაუდგება. დასავლეთისთვის, რომელიც თვლის, რომ საქართველო მისი გრძელვადიანი პარტნიორია, ინსტიტუციური ლიდერისთვის სანქციების დაწესება ცოტა პრობლემატური იქნება. გამორიცხული არაფერია, მაგრამ პრობლემატური ნამდვილად იქნება. ივანიშვილი ახლა თავს იცავს, რაც მისთვის კომფორტული არ არის. მას ერჩივნა ტელეფონით ემართა ქვეყანა, ამას უფრო მიჩვეული იყო, მისთვის ეს უფრო კომფორტული იყო.  თან ოფიციალურად, არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა ქვეყანაში მომხდარ მოვლენებზე, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. შესაბამისად, ახლა ბევრ რამეზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს, რაც მას არ უნდოდა. ადრე ეს რომ სდომებოდა, ამდენ ხანს ჩრდილიდან არ მართავდა ქვეყანას, გადაწყვეტილებებს იღებდა და არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნდა. შესაბამისად, ეს ნაბიჯი იძულებით გადადგა. ახლა პასუხისმგებლობის  ნაწილი დაიბრუნა და შესაძლოა, სამომავლოდ ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო  გაიზარდოს.

– თქვენ ბრძანეთ, რომ ივანიშვილის თვალშიც კი, „ქართული ოცნების“ ელიტამ აიშვა. თავად „ქართული ოცნების“ მომხრეებიც ამბობენ, რომ  მართლა ასეა და  ვარაუდობენ, რომ ივანიშვილი ბევრს დაიჭერს კორუფციის ბრალდებით თავისი გუნდიდან. თან, კორუფციის პრობლემა თავად ივანიშვილმაც ახსენა. თქვენ რას ფიქრობთ, იქნება დაჭერები?

– მე ვფიქრობ, რომ საჩვენებელი დაჭერები იქნება, თუმცა ეს არ იქნება კორუფციასთან რეალური ბრძოლა. დაიჭერს რამდენიმე ადამიანს, რომ ხალხს აჩვენოს, დაბრუნდა და კორუფციას ებრძვის.  ეს კორუფციული სისტემა მან შექნმა, ვინც მსხვილ კორუფციულ დანაშაულს სჩადის, ყველა მისი მოყვანილია ხელისუფლებაში და უმეტესობას წლებია იცნობს. მათი კორუფციული საქმიანობაც ცნობილია მისთვის. კორუფცია სახელისუფლებო ელიტაში ბიძინა ივანიშვილისთვის სისტემის მართვის ერთ–ერთი მექანიზმია, სჭირდება ეს კორუფცია. მას არ უყვარს, როდესაც კორუფცია მის მიერ კონტროლირებადი არ არის. დაუშვა კორუფცია, თვალს ხუჭავს ბევრ რამეზე, მაგრამ როდესაც კაცს უფლებას აძლევს, მოიპაროს  1 მილიონი და ის 10 მილიონს იპარავს, ეს მისთვის მიუღებელია, ივანიშვილი ასეთ  რამეებს იშვიათად პატიობს ვინმეს. კორუფციული კონტროლის აღდგენაა მისი ერთ–ერთი ამოცანა და არა კორუფციის დამარცხება.

– სისტემის გამართვა, როგორც თავიდან იყო?

–კი, ბატონო, შესაძლოა ასეც ითქვას. თვლის, რომ ის სისტემა შეიცვალა უარესობისკენ, რომელიც დატოვა.

– ბატონო გია, დავუშვათ, დასავლეთმა მიიღო ეს სახეშეცვლილი ბიძინა ივანიშვილი, არ დაასანქცირა, მას დაელაპარაკა და რუსეთს უგანა ივანიშვილმა. გამოდის, შესაძლებელია, ის იქცეს პროევროპელ პოლიტიკოსად და გაუძღვეს ხალხს ევროკავშირისკენ?

– თეორიულად არაფერია გამორიცხული. მე ვფიქრობ, რომ შეცდომაა, როდესაც ბიძინაზე ლაპარაკობენ, რომ ის პრორუსია და პუტინის შეკვეთებზე მუშაობს. ჩემის აზრით, ეს არ არის სწორი. ბიძინას ეს კოლაბორაციონისტული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, იმით არის განპირობებული, რომ მას ეშინია პუტინის. ეშინია არა სახელმწიფოებრივი პრობლემებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი პრობლემების გამო. ეს შიში განსაზღვრავს მის ამგვარ პოლიტიკასაც. თუ პუტინი იმდენად დასუსტდა,  რომ ბიძინას მისი შიშის საფუძველი აღარ ექნა, მისგან რეალური საფრთხე აღარ წამოვა, პუტინს გადააგდებს, რა პრობლემაა. ჯერჯერობით, ის ამას ვერ გააკეთებს, რადგან მაინც, ასე რომ ვთქვათ, პუტინის უძლეველობის ტყვეობაშია, მის მენტალურ ტყვეობაშია. თუმცა, თუ დარწმუნდა, რომ პუტინს ცუდად აქვს საქმე, აუცილებლად გადააგდებს. შესაბამისად, მხარს იცვლის დასავლეთისკენ საკუთარი უსაფრთხოებიდან,  სხვა პირადი მიზნებიდან გამომდინარე. ყველაფერი შეიძლება მოხდეს მომავალში. ჯერ ივანიშვილი ამას არ აპირებს, ჩვენ ამას ვხედავთ და აქედან გამომდინარეა მისი პრობლემებიც.

– არჩევნებში რამდენად წაადგება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა „ქართულ ოცნებას“? მის ხარჯზე მოიმატებს პარტიის რეიტინგი?

– ცოტათი მოიმატებს, მნიშვნელოვნად არა. ვინც ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“,  ის მაინც ბიძინაზე იყო ორიენტირებული, ხმას აძლევდა ბიძინას და არა ირაკლი ღარიბაშვილს ან ირაკლი კობახიძეს. არავის იმის განცდა არ  ჰქონდა, რომ ბიძინა წასული იყო პოლიტიკიდან.

– ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიას მოღალატე უწოდა თავის გამოსვლაში და ამის მერე, „ქართული ოცნების“ სპიკერები გახარიას შეუჩერებლად ლანძღავენ. რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ ეს იმიტომ ხდებაო, გახარიამ მოიპოვა დასავლეთის მხარდაჭერა და თუ კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში, „ოქროს გასაღები“ გიორგი გახარიას ექნება? მართლა ამ საფრთხეს ხომ არ ხედავენ „ქართული ოცნების“ ლიდერები?

– ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. მე ვფიქრობ, რომ გახარიას ლანძღვა უფრო იმით არის განპირობებული, რომ ბიძინას ასეთი ხასიათი აქვს. მას რეაქცია არ აქვს, როდესაც ოპოზიციონერები, მედია, საზოგადოების წარმომადგენლები აკრიტიკებენ ხელისუფლებას. ბიძინას არ უყვარს, როდესაც პირადად აკრიტიკებენ. გახარიაზე ეს შეტევაც ამის დასტურია – მან თავს უფლება მისცა და პირადად ბიძინას შეუტია, პირადად გააკრიტიკა და არაერთხელ. ამის გამოა გაბრაზებული ბიძინა და გახარია გამოაცხადა მტრად. გახარია სისტემის შიგნით იყო, პრემიერ–მინისტრობამდეც ბევრი მაღალი პოსტი ეკავა.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved