• რეკლამა
  • კონტაქტი
13:45, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ძალიან ძლიერი წმინდანიაო” ისე ამბობენ ხოლმე, თითქოს ჯადოქარზე ან მოჭიდავეზე საუბრობენ” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

ალია ავტორი - ალია
16:44 01-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
360

დეკანოზი თამაზ ლომიძე:

,,ჯერ ერთი: სასწაული თუ ხდება სადმე, მას ღმერთი ახდენს და არა წმინდანი. ამიტომ, ღმერთს უნდა უთხრათ მადლობა და არა ადამიანს. “…ძალიან ძლიერი წმინდანიაო” ისე ამბობენ ხოლმე, თითქოს ჯადოქარზე ან მოჭიდავეზე საუბრობენ. ძლიერი მხოლოდ ღმერთია და წმინდანებსაც მათ უძლურებაში აძლიერებდა ღმერთი (2 კორ. 12,9). მეორე: არც მხოლოდ სასწაულმოქმედება, არც გულთმისნობა, არც წინასწარ რაიმეს გამოცნობა, არც დევნილობაში ცხოვრება და არც წამებით სიკვდილი, არ არის წმინდანობისთვის დამაკმაყოფილებელი პირობა. მთავარია რისთვის იცხოვრა ადამიანმა. ნამდვილი წმინდანიც და წინასწარმეტყველიც ისაა, ვინც ღმრთის სიტყვას შეუცდომლად აზიარებს და განუმარტავს ადამიანებს. სულერთია რამდენ და როგორ სასწაულს მოახდენს ვინმე (სასწაულებს ეშმაკებიც ახდენენ ხანდახან), თუ ეს ადამიანი განუხრელად და შეუცდომლად არ ასწავლის ბიბლიის მოძღვრებას, თუ საკუთარი სიტყვით და ცხოვრებით არ ასწავლის ბიბლიის ღმერთის დიდებას და თაყვანისცემას და თუ მის უფლად არ აღიარებს ზეციდან მოსულ და მკვდრეთით აღმდგარ იესო ქრისტეს, ასეთი ადამიანი არ შეიძლება ჩაითვალოს წმინდანად. ბიბლიის მიხედვით წმინდაა ის, ვინც ცოდვას და ცოდვიან ცხოვრებას გამოშორდა, ქრისტე იწამა და ხელახლა დაიბადა სულიწმინდით, “გამოდით და გამოეშორეთ მათ, ამბობს უფალი, არაწმინდას ნუ შეეხებით და მე შეგიწყნარებთ თქვენ. მე ვიქნები თქვენი მამა, ხოლო თქვენ იქნებით ჩემი ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი.” (2 კორ. 6, 17-18) ანუ ცოდვას ვინც გამოშორდა, ისაა წმინდა. შესაბამისად წმინდანობა სასწაულებს და ფოკუსნიკობას არ ნიშნავს. წმინდანობა ნიშნავს ბიბლიის ღმერთის რწმენით და საკუთარ ცხოვრებაში მისი მოძღვრების განუხრელად დაცვით ცხოვრებას. ეს თუ გვესმის, თავისუფალნი ვართ.”

თეგები: დეკანოზი თამაზ ლომიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved