• რეკლამა
  • კონტაქტი
08:03, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვენი შემცოდებლისა და დამტირებლის დედა ვატირე” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
18:20 01-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
942

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:

ვაიმე, ქართველი ბიზნესმენები სწუხან – რუსებმა ბიზნესი აგვახიეს, ბინები აქვთ ნაყიდი და აქირავებენ რუსებზე, გახსნილი აქვთ რესტორნები და ემსახურებიან რუსებს, რუს ტურისტებს რუსი გიდები ჰყავთო.
ჰო და ამ ბიზნესმენებს უნდა ვუთხრა – ძალიანაც კარგი! გაუმაძღრები რომ ხართ, რამდენ პროცენტიანი ფასნამატი გაქვთ, გახსოვთ? ადგილობრივ მოსახლეობაზე რომ არ ხართ ორიენტირებული ეგეც ხომ ფაქტია.
ერთი ბოთლი წყალი და ერთი ამერიკანო – 15 ლარი ხო? და ჩაისაც თუ არ დატოვებ ძუნწი ხარ. ერთი თეფში ხარჩო – 18-20 ლარი, ერთი თეფში ღომი -10-12 ლარი? ხარჩოში 150% -ნი მოგება, ღომში – 200%. კვების ობიექტებს რომ 300-400%-იან მოგებაზე გაქვთ გათვლილი ბიზნესი – ეს ნორმალურია? აბა მითხარით ჩვეულებრივი შემოსავლის მქონე ქართველი რომელ სასტუმროში შეძლებს გაჩერდეს, ვთქვათ ერთი კვირა, ისე რომ შემდგომი თვეები ვალი არ აიკიდოს? სასტუმროები რამდენ პროცენტს იგებთ? 200-250 ხო?
აჰა, რაც თქვენ იკადრეთ – ბინების გამქირავებლებმა – მხოლოდ სტუდენტები კი არა, ოჯახები რომ გამოყარეთ სახლებიდან 100 დოლარით მეტი რომ აგეღოთ, ეგ “გრუზინები” არ ხართ თქვენ?
ეგეც მესმის, ბანკის კრედიტებზე დაიწყებთ საუბარს, მაგრამ თქვენც იმ გადასუქებულ ბანკირებივით ხართ. უბრალოდ, ამის გამოვლენა მასშტაბურად არ შეგიძლიათ და რასაც ქაჩავთ კი ახრჩობთ ადამიანებს.
ჩვენი პრობლემა ის არის, პანდემიის დრო, რომ ბიუჯეტიდან გკვებეთ და ვერ მიხვდით, ეს ხალხის ფული იყო.
ჰო, იმ “კომუნების” რესტორნებში ტარაკნები არ დადიან, როგორც თქვენთან, ადამიანები იღიმიან, ზოგან ბევრად უკეთ საუბრობენ ქართულად ვიდრე თქვენთან და როგორც ირკვევა, რუსები რუსებზე ბინებს იმაზე ნაკლებად აქირავებენ ვიდრე თქვენ არა თუ რუსებზე – ქართველებზე.
ჩვენ რომ სოლიდარული საზოგადოება ვიყოთ, თქვენ სულ რაღაც ათ დღეში გასწავლიდით ჭკუას. არავინ არც ერთ რესტორანში არ შევიდოდა, სასტუმროს არ დაჯავშნიდა და ყველა დამქირავებელი ერთ დღესაც ასე შეთანხმებულად იტყოდა – აი, ამ თვეს ქირას არ გადაგიხდით. ფეხებს მოჭამდით ვინმეს.
ცალკე უბედურება ქსელური მარკეტები – სადაც ყველაზე გაუმაძღარი მაინც “სმარტია” და მიმაჩნია, რომ ყველა ქაჯი და გოიმია, ვინც მანდ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა შედის და რამეს ყიდულობს.
ჰო, და ვიდრე არ მიხდებით, რომ გაღორებაზე ორიენტირებული გოჭებივით კი არ უნდა მოიქცეთ და იმ ღორებივით – ფუნა ჭამოს და ვისი-რისი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომაც თქვენი შემცოდებლისა და დამტირებლის დედა ვატირე.
თეგები: გოჩა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved