• რეკლამა
  • კონტაქტი
21:33, შაბათი, 2 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გავიხსენოთ, არანაკლები ფულის მქონე ბადრი პატარკაციშვილი რა ადვილად გაანადგურეს, ბიძინა ივანიშვილი კი კერკეტი კაკალი გამოდგა“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
21:34 01-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
283

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

„ბიძინა ივანიშვილი და მსოფლიო პოლიტიკა
სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები ხშირად იმეორებენ, რომ მიშა საერთაშორისო დონის პოლიტიკოსი და მსოფლიო პოლიტიკის არქიტექტორების მიერ დაფასებული პიროვნებაა და ამიტომაცაა, რომ ამდენი გამოჩენილი პოლიტიკოსი ითხოვს მის გათავისუფლებასო. იგივე ხალხი ბიძინა ივანიშვილს „რუს ოლიგარქს“, „ფულის ტომარას“ და სხვადასხვა დამამცირებელ ეპითეტებით მოიხსენიებს, თანაც, მათი მტკიცებით, მსოფლიო დონის პოლიტიკოსები არათუ ანგარიშს არ უწევენ ბიძინას, არამედ მის დასანქცირებაზე და ლამის დაპატიმრებაზეც ზრუნავენო.
არადა, ფაქტები სრულიად საწინააღმდეგოზე მიუთითებენ. რამდენიც უნდა იძახონ მიშამ და მისმა მრევლმა „პუტინის ტყვე“ მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსიაო, ფაქტია, რომ მესამე წელია ის დამსახურებულ სასჯელს იხდის. მართალია ქართული საზოგადოება თვლის, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ დამდგარი განაჩენი ძალიან მსუბუქია და პირობებში, რომელშიც ის ყავთ აშკარად არათანაბარი მოპყრობის გამომხატველია ყველა დანარჩენი მსჯავრდებულებისადმი და სააკაშვილს დაუმსახურებლად, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს, მაგრამ სასჯელი მაინც სასჯელია.
ვერავითარმა ანგარებიანმა ევროპოლიტიკოსებმა და „მსოფლიო დონის“ ექსპერტებმა ვერ დაამტკიცეს ვერც მისი გამოგონილი მოწამვლა და ვერც „მძიმე და განუკურნებელი“ სიმულაციური ავადმყოფობები.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მან ერთი კვირის წინ ორაზროვნად განაცხადა, რომ ჯერ ყველაფრის თქმის დრო არ დამდგარა, მაგრამ მომავალში აუცილებლად ახდის ფარდას მასზე საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკური თუ ფინანსური ზეწოლის მიზეზებს.
2022 წლის მარტში კელი დეგნანის ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობისას ელჩისგან ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნებისა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას ჰქონდა ადგილი. ეს არაპირდაპირ თითქმის ყველა მხარემ დაადასტურა. ამის ბოლო დადასტურება იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან 30 დეკემბერს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ის ფაქტობრივად დასანქცირებულია. აბა, სხვას რას უნდა უკავშირდებოდეს ამ ორი მოვლენის დამთხვევა დროში?
ცნობილია, რომ მსოფლიო პოლიტიკის არქიტექტორთა კონსერვატორებსა და ფსევდოლიბერალებს შორის არსებობს მწვავე დაპირისპირება. და რომ არა მსოფლიო დონის პოლიტიკოსების გარკვეული ჯგუფის მხრიდან მიღებული მხარდაჭერა, მხოლოდ ქვეყნის შიგნით მის მიმართ არსებული უზარმაზარი ნდობის ვოტუმი, მაინც ვერ გაუძლებდა ასეთ მასიურ პოლიტიკურ და ფინანსურ ზეწოლას.
ისიც ცნობილია, რომ მსოფლიო დონის საბანკო ორგანიზაციებთან ბიძინამ ყველა სასამართლოში გაიმარჯვა და თითქმის ერთი მილიარდი დოლარი მოუგო უძლიერეს საბანკო სისტემას და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კომპანიებს, რომლებიც შეეცადნენ მის გაკოტრებას.
გავიხსენოთ, არანაკლები ფულის მქონე ბადრი პატარკაციშვილი და მისი ფინანსური იმპერია რა ადვილად გაანადგურეს ძლიერთა ამა ქვეყნისათა, ბიძინა ივანიშვილი კი კერკეტი კაკალი გამოდგა და არა მგონია, რომ მისი პოზიციის სიმყარე მხოლოდ პირად სიჯიუტეზე თუ სიმტკიცეზე იდგეს და მას კონსერვატიული წრეებიდან, გავლენიანი საერთაშორისო პოლიტიკური აქტორების მხარდაჭერა არ ჰქონდეს.
ის, რომ სატრანზიტო დერეფნად საქართველოა მოაზრებული, ამას ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის გარდა ბიძინას ფაქტორიც უნდა განაპირობებდეს, რადგან გეოგრაფიული მდებარეობის გარდა დამატებითი ფაქტორები რომ არ არსებობდეს, „შუა დერეფნად“ სხვა ალტერნატივის მონახვაც შესაძლებელი გახდებოდა. აქ გავიხსენოთ ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პომპეზური დახვედრა… და ბოლოს, ბიძინა რომ ცალკე აღებული ერთი მოთამაშე იყოს, მას დღეს არსებული კრიმინალური ოპოზიცია და მათი გარე მფარველები დიდი ხნის წინ გადაყლაპავდნენ.
ასე რომ, შევარდნაძის შემდეგ საქართველოს საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკოსი არ ჰყოლია და თუმცა, სააკაშვილი იჩემებს ამ როლს, რეალობა უფრო იმას აჩვენებს, რომ დღეს თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ მას მსოფლიო პოლიტიკაში თავისი ადგილი და წონა გააჩნია, ეს ბიძინა ივანიშვილია.
შევარდნაძესა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობას ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი გარემოება გააჩნია. შევარდნაძე ისეთ დროს მოხვდა მსოფლიო პოლიტიკის ლიდერთა შორის, როდესაც მას ყველა მხრიდან ზურგის ქარი ჰქონდა (ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა, საბჭოთა კავშირის დაშლა თუ ტოტალიტარიზმის დემოკრატიით შეცვლა დროის მოთხოვნა იყო). ივანიშვილს კი ისეთ მძიმე პირობებში უწევს ქვეყნის ინტერესების დაცვა, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით კონსერვატორებს თავდაცვითი ბრძოლების წარმოება უწევთ ფსევდოლიბერალების წინააღმდეგ.
ამიტომაცაა ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა კიდევ უფრო დასაფასებელი და მხარდასაჭერი.
ესაა ის რაც დღევანდელი მოცემულობით ზედაპირზე დევს და მარტივი დასანახია, ხოლო სამომავლო ძვრები კიდევ უფრო ნათლად დაგვანახებს ბიძინა ივანიშვილის როლსა და მნიშვნელობას.“
თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი
ახალი ამბები

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი

17:09 08-01-2025
ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად

16:33 07-31-2025
გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?
ახალი ამბები

გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?

15:42 07-31-2025
თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის

15:02 07-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved