• რეკლამა
  • კონტაქტი
11:22, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აბა, რას ვასწავლით?” – რას და -“აი გიას” – რას იხსენებს გია მურღულია

ალია ავტორი - ალია
15:03 01-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
303

ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს:

,,ერთ მშვენიერ დღეს თბილისის 24-ე სკოლის (სალამი, ოცდამეოთხელებო!) დირექტორად დავინიშნე. ისეთი დრო იყო, ახალი ხელმძღვანელი რომ მოვიდოდა და ზოგჯერ ბევრ ადამიანს უშვებდა სამსახურიდან.

რომ მივედი, ვიგრძენი, რომ სამუშაო თუ პიროვნულ ურთიერთობებში სიმშვიდის შემოტანა იყო საჭირო – როცა ადამიანი რამით შეშფოთებულია, საქმეზე კარგად ვერც ფიქრობს და მას ხარისხიანად ვერც აღასრულებს.

საგნობრივ კათედრებთან შეხვედრებით დავიწყე, ჩემს თანამშრომლებს (ბევრ მათგანს ახლაც დიდ პატივს ვცემ და კეთილად ვიხსენებ) ახლოს რომ გავცნობოდი.

დაწყებითის კათედრას ვხვდებოდი და მასწავლებლებს პირდაპირ და “შეუვალი” სახით გამოვუცხადე: “მკვეთრი სიახლეები გვექნება – ამიერიდან ჩვენს პირველკლასელებს “აი იას” აღარ ვასწავლით”.

საოცრად გაუკვირდათ. ზოგიერთს სახეზე აღშფოთება და ბრაზიც შევატყვე.

“აბა, რას ვასწავლით?” – საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მკითხა ერთმა მასწავლებელმა.

მომენტის “განსამტკიცებლად” ცოტა დავახანე და ვუპასუხე:

– რას და -“აი გიას”.

გაღიმებაც არ დამჭირვებია – რა თქმა უნდა, მიხვდნენ, რომ ვხუმრობდი და გულიანად გაეცინათ.

ამის შემდეგ საქმეებზე ლაპარაკი უკვე ადვილი იყო – უწყინარი ხუმრობა განწყობას ბადებს.

მოგვიანებითაც ბევრი გამოწვევა, პრობლემა თუ თავსატეხი გვქონია (მათ ნებისმიერ სკოლაში რა დალევს), მაგრამ ღიმილიანი კეთილგანწყობა და თანამოაზრეობა გვშველოდა, რომ თბილისის 24-ე სკოლა ერთ-ერთი წარმატებული და სახელიანი ყოფილიყო მთელ საქართველოში.

“აი იას” კი ვერაფერი შეცვლის ჩვენს ქვეყანაში – ხუმრობაც კი.”

თეგები: გია მურღულია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved