• რეკლამა
  • კონტაქტი
04:55, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სოფელში ვირუსი არ არის, თავი დაგვანებეთო – ჩემი მანქანაც დალეწილია” – ბოლნისის მერია

ალია ავტორი - ალია
22:26 05-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ინფიცირებულებმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს და ექიმებს დაუპირისპირდნენ.

როგორც “ალიამ” გაარკვია, აგრესიული ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდგინდა ერთ ოჯახს, რომლის არც ერთ წევრს დაავადებისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ ჰქონდა.

ოჯახს მიაჩნია, რომ ტესტის პასუხი მცდარია და მათ კორონავირუსი არ სჭირთ, ეშინიათ, რომ სწორედ კლინიკაში დაინფიცირდებიან.

როდესაც ინფიცირებულების კლინიკაში გადასაყვანად ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და პოლიცია მივიდნენ, მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ ავად არ არიან და არსად წასვლას არ აპირებენ, რის გამოც ადგილზე შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, მოსახლეობა პოლიციას და ექიმებს დაესხა თავს ქვებით, ხელკეტებით და ჯოხებით.

ამ მომენტამდე არც შს მინისტრს, არც ჯანდაცვის მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია.

დამატებით ინფორმაციას ავრცელებს ნეტგაზეთიც, ბოლნისის მერის წარმომადგენლის მონაყოლზე დაყრდნობით:
“გვითხრეს, ჩვენს სოფელში ვირუსი არ არის, გაგვანებეთ თავიო და დაგვიშინეს ქვები და ჯოხები, ბევრნი იყვნენ. დააზიანეს სასწრაფოს ავტომობილები. ჩემი მანქანაც დალეწილია”

პაციენტი ამ მომენტშიც არ არის კლინიკაში გადაყვანილი. ალბათობა იმისა, რომ მასთან შემხებლობში ბევრი ადამიანი იყოს უკვე – დიდია.

ვინ აიღებს თავზე სოფლის მოსახლეობის დაშოშმინებას, რომლებსაც, სოფლის და რაიონის ჩაკეტვისაც ეშინიათ ისევ და ვინ მოახერხებს პაციენტის უსაფრთხოდ გადმოყვანას – ამ ეტაპზე, ეს უცნობია.

ფოტო – შიდა ქართლის ტელევიზია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved