• რეკლამა
  • კონტაქტი
21:05, კვირა, 15 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა იცნობდეთ ფულზე დახარბებულ არაადამიანებს, რომლებიც პანიკის დროს სძალავენ ხალხს ფულს”

ალია ავტორი - ალია
20:06 05-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

იტალიაში მცხოვრები ჟურნალისტი, თამუნა თაბუკაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ყველაფერი რომ არაჩვეულებრივად არ ხდება, იმ დღემდეც ვიცოდით და იმის შემდეგაც, როცა პანდემიის შედეგებზე გადავიდა – სრულიად სამყარო.

იმ დღემდეც იყვენენ ადამიანები, ვისაც სხვისი ჭირი, ღობის ჩხირად ჰქონდა და იმ დღის შემდეგ, რომ უარესს დაინახავ, კიდევ უფრო გჯერა, ყველა ქართული ანდაზის, რომლებიც ადამიანის სიხარბეს და უნამუსობას დაგანახებს, მთელი სიცხადით.

ორი თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებში, მხოლოდ სიკეთეს ვერ ხედავ, არ გაძლევს ყველა, ამის საშუალებას, უყურებ და უსმენ, რამდენად შეიძლება გამოიყენოს, სხვისი მდგომარეობა – ბოროტად. როგორ გაღლიტოს და პანიკაში ჩავარდნილი ადამიანების ნერვებზე, კიდევ უფრო, როგორ განახორციელოს ტერორი.

ყველაფერი, თანდათან დაიწყო…- როგორ თუ არ იმუშავებ?- როგორ თუ არ მიიღებ?- უფროსი მე ვარ და არა შენ!

მესმოდა, როგორ უძალიანდებოდა, უფროსის მოთხოვნებს და თუ კიდევ გააგრძელებდა, იმ ადამიანის ტერორს, რომლის საშუალებითაც, ფეხი-ფეხზე გადადებული, უდრტვინველად მძინარი, როცა მისი თანამშრომლები, თუნდაც პანდემიის გავრცელებამდე, როგორ დარბოდნენ – ქალაქიდან, ქალაქში. როგორ არ ეძინათ ღამეები და რამდენიმე ავარიას გადარჩენილებს, როგორ მიაძახებდა ტელეფონში – თქვენ რა, მიჩალიჩებთ ავარიებს და საბურავების დახეთქვას? ან თუნდაც, რამდენად ძუნწი უნდა იყო, მცირედი თანხაც ვერ გაიმეტო, ფირმის ბიუჯეტიდან, რომ დღე და ღამე, გარეთ მყოფი, არამხოლოდ, თავიანთი მწირი ხელფასისთვის, არამედ შენს გასაძღომად მორბენალი თანამშრომლებისთვის, მშრალი საკვების ფულიც ვერ გაომეტო.

ბევრი რამის დაჯერებაა რთული, როცა თვითონ არ ხარ, იმ მდგომარეობის უშუალოდ მოქმედი პირი, თუმცა, როცა თვითმხილველი ხდები და პირადად უსმენ, რამდენად არაადამიანთან გაქვს, შორიდანაც კი დანახვის საშუალება, პანიკაში მართლა ვარდები – თურმე, ჯერ კიდევ არ იცნობ, ასეთებს.

იტალიის ემიგრაციის პანიკის სათავისოდ და გასამდიდრებლად, ჯერ ქალაქ ბარიდან წამოვიდა ამბავი, გზავნილების ერთ-ერთი ოფისის, ერთი უფროსი, როგორ სთავაზობს ემიგრანტებს, ტვირთის გაგზავნას, ოღონდ თითქმის გაორმაგებულ ფასად და ეს მაშინ, როცა საერთაშორისო გზავნილებზე, არაფერი იცვლება. ვალერი გოგისვანიძე, რომელმაც განცხადება გამოაქვეყნა, იტალიაში მძიმედ კრიზისულ პერიოდში და ერთ კილოგრამ ტვირთს – 2,50 ევრო დაადო. ეს მაშინ, როცა გაგზავნის არანაირი საშუალება არ იქნებოდა და მოგროვებულ ტვირთს, საწყობში გამოკეტავდა იმ არგუმენტით, რომ კი მინდოდა, მაგრამ ჯერ უარი გვითხრესო. სამაგიეროდ, ტვირთის მიღებაში აღებული, საკმაოდ დიდ თანხას, უსინდისოდ ჩაიჯიბავდა.

ქალაქ ბარის ამოქმედებას, რომის ოფისების უფროსებსაც გაუღვიძა, მადა – ჩვენც გავაძვიროთო.ერთ-ერთი უფროსის, ალექსანდრე (ალეკო) ვასილიადისი, ადრე ჩახვაშვილის, ატელეფონო ზარებმა იმატა, მისივე ოფისის ადმინისტრატორთან, საყვედურებით:- შენი ბრალია, რომ არ ვმუშაობთ!- შენი ბრალია, ფული რომ შემომაკლდა!

ვუსმენდი, მის ქოთქოთს, წუწუნს და მოთქმას და…ჰოო, თურმე არ მცოდნია და მისი ადმინისტრატორის, ნონა ალავიძის დამსახურება ყოფილა, პანდემიის შექმნაც, გავრცელებაც და ალეკოს “სიდუხჭირეც”…

– ვერ ვიმუშავებთ, ვერც მე ჩავიგდებ თავს საფრთხეში, ვერც თანამშრომლებს ჩავაგდებ პოლიციის ხელში და ვერც ემიგრანტებს, რომ გზავნილების გასაგზავნად მოვიდნენ – ოფისში – პასუხობდა, ნონა.

ამ საუბრებს, ინტერვალები ჰქონდა, ოღონდ, მხოლოდ ორი ან სამდღიანი.ბარიში, ვალერის გაძუნწებამ, ბატონ ალეკოს, კიდევ უფრო აუშალა საღერღელი, ემიგრანტების მდგომარეობით ესარგებლა და ახლა უკვე ახალი მოთხოვნაც გაჩნდა, სატელეფონო საუბრებში, თან უფრო კატეგორიული: უნდა ვიმუშაოთ (ნეტა, თვითონ, რა სამუშაოს ასრულებდა) და გზავნილის საფასური გავზადოთ!- ბატონო ალეკო, მე ვერ ვისარგებლებ, ემიგრანტების დღევანდელი მდგომარეობით და მაშინ, როცა მთელი ემიგრაცია, ერთმანეთის დახმარებას ცდილობს, როცა ადამიანები ერთმანეთს, თითო ბოთლი ზეთით, თითო კილო შაქრის პაკეტით და ა.შ. ეხმარებიან, როგორ ვიყო უსინდისო და გამოვუცხადო ხალხს, თქვენს მდგომარეობაზე წიხლს კი ვაჭერთ, მაგრამ გაძვირებულ ტარიფზე გადავდივართო.

კიდევ რამდენიმე, ძალადობრივი შემოტევის შემდეგ:- სულ წავალ, ბატონო, სამსახურიდან. 16 წელია, ემიგრაციაში ვარ, არანაირი ხელისშემშლელი ბარიერი არ მიდგას წინ, თუნდაც ძველ სამსახურს დავუბრუნდე და მომვლელად, ან დამლაგებლად ვიმუშაო, ოღონდაც კი, ის სახელი შევინარჩუნო, რაც თქვენს სამსახურში და მანამდეც შემიქმნია, ჩემი მუშაობით და ურთიერთობებით.ტელეფონის, მკაცრად გათიშვის ხმაც კი მესმოდა. გაბრაზებულისგან მიგდებული აპარატის, მდგომარეობაც კი წარმოდგენილი მქონდა, მაგრამ შეწუხებული ადამიანი მედგა წინ, ჩემს წინ, რომელსაც ცრემლებით ევსებოდა თვალები და გაოცებულიც კი მიყურებდა – ამას კიდევ, რაზე ველაპარაკოო?

ორთვიანი ურჩად ჯიკაობის შემდეგ, ნონამ წასვლა, მართლა გადაწყვიტა… და ამ ამბის გაცხადების შემდეგ, ისეთი და იმდენი კითხვები გაჩნდა, მოპირდაპირესგან, თითქოს, ის ორი ჯოჯოხეთური თვე, არც არსებობდა და მხოლოდ ნონა კი არა, მეც არ მქონოდა…თურმე, ჯერ კიდევ სად ვართ???

ნამდვილი ტერორი, წინ ელოდებოდა – მსხვერპლს! ფაქტიურად შუაღამეს გამოგზავნილი, ბატონი ალეკოს ცოლის, ქალბატონი ანნას, რუსულად დაწერილი, საკმაოდ ვრცელი წერილი გველოდა წინ – შანტაჟით და ცრუ ბრალდებებით, რომლებიც სწორედ მსხვერპლის სასარგებლოდ შეიძლება ჩაითვალოს და ქალბატონმა ანნა ასლანოვამ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ყელზე დანა, ქმარს მიაბჯინა, რაც სამართლებრივი გზით დამტკიცდება კიდეც.

რას უნდა ველოდოთ, ასეთი ადამიანებისგან, ვინც ფულის სიხარბის გამო, ემიგრანტებისგან ცდილობენ გამდიდრებას და ამას თვითონ, მათივე თანამშრომლების მეშვეობით შეჰქმნიან, თან თვითონ არ გამოჩნდნენ და მათ არ დაბრალდეთ – უნამუსობები!რა მოხდა, ფსიქოლოგიური ტერორის შემდეგ???მსხვერპლზე, გარკვეულწილად იმუშავა – გული ატკინა, ცრუ ბრალდებებმა. თუმცა, დილით იმაზე მყარად დადგა ფეხზე, ვიდრე მანამდე და წასვლის გამო, იოტისოდენა ქენჯნაც კი გაუქრა, ან მანამდე, რატომ უნდა ჰქონოდა და სამართლებრივად მიუდგა, შექმნილ მდგომარეობას. თვითონ იურისტმა, მშვენივრად იცის, როგორ დაიცვას თავი, მორიგი ფსიქოლოგიური ტერორისგან. მითუმეტეს, რომ უკვე ძველი სამსახურიდან წასული, ახალმა არ დააყოვნა და თანამშრომლობა – უკვე შესთავაზა ერთმა კომპანიამ, ემიგრანტებისთვის სასარგებლო და იმავე პირობებით, რომლის გამოც კამათობდა, უკვე ყოფილ უფროსთან.

გამოცდილ და ჭკვიან კადრს, მხოლოდ უგუნურები ჰკარგავენ, საკუთარი უნიჭობით!

ამ სტატიის დაწერამდე, მე არ მიფიქრია ბევრი, დამეწერა თუ არა. თვითონ ნონა ერიდებოდა – მშვიდად წავალო. თუმცა, ღამის წერილმა და ერთი არაადეკვატური ქალის გამოხტომამ, დაწერის აუცილებლობისკენ წამიყვანა. საზოგადოება, უნდა იცნობდეს, ფულზე და ადამიანების შრომაზე დახარბებულებს, იმ არაადამიანებს, რომლებიც სწორედ ძნელბედობის, უსახსრობის და პანიკის დროს სძალავენ ფულს და ფსიქოლოგიურ ტრავმებს აყენებენ, ისედაც მძიმე მდგომარეობაში – ჩავარდნილ ადამიანებს!!!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ – თიბისი
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ – თიბისი

14:40 06-15-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

14:40 06-14-2025
14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის – თიბისი
ახალი ამბები

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის – თიბისი

18:48 06-13-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება

12:21 06-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved