• რეკლამა
  • კონტაქტი
14:26, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის სავარაუდო მოტივი ცნობილია – მეგობრებს შორის კონფლიქტი SMS შეტყობინებამ გამოიწვია

ალია ავტორი - ალია
11:28 12-29-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
322

სამხედრო მოსამსახურის მკვლელი სამხედრო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ხვიჩა ვარდიაშვილმა, რომელმაც ვაზისუბანში 7 გასროლით მისი ახლობელი, ლაშა გუჯეჯიანი მოკლა, დღევანდელ სხდომაზე სიტყვის უფლება მხოლოდ ერთხელ გამოიყენა და ისიც იმის სათქმელად, რომ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. პროცესზე ცნობილი გახდა ისიც, რომ სამხედროებს შორის კონფლიქტი ეჭვიანობის მიზეზი გახდა. მეგობარმა გუჯეჯიანმა მეგობრის ცოლს SMS შეტყობინება გაუგზავნა, რასაც ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი მკვლელობა მოყვა.

ხვიჩა ვარდიაშვილს დანაშაულის ჩადენის ადგილი არ მიუტოვებია. საქმის მასალებით ირკვევა ისიც, რომ მან მკვლელობის ჩადენის შემდეგ მომხდარის შესახებ ჯერ უშუალო მეთაურს უამბო, შემდეგ კი პოლიციაში დარეკა. ადგილზე სამართალდამცველების მისვლისას, 39 წლის მამაკაცს თან ჰქონდა მის სახელზე რეგისტრირებული იარაღიც. ვარდიაშვილის ადვოკატი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

ხვიჩა ვარდიაშვილს მეგობრის მკვლელობის მოტივზე სასამართლოზე დღეს არაფერი უთქვამს – მან ბრალთან დაკავშირებით მოსამართლის კითხვას დუმილით უპასუხა.

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ადგილზე თათბირით მიიღო გადაწყვეტილება და 39 წლის მამაკაცს საპატიმრო ვადა გაუხანგრძლივა. ხვიჩა ვარდიაშვილის ადვოკატი დღეს დაცვის ქვეშ მყოფის 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ხვიჩა ვარდიაშვილის ადვოკატი, ლევან მარსაგიშვილი საქმის მასალებზე ჯერ არ საუბრობს. ამბობს, რომ თემა სენსიტიურია და დეტალებზე მომდევნო პროცესებზე გაამახვილებს ყურადღებას.

ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე მკვლელობის საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის შემდეგ ვრცლად ისაუბრა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, გამოკითხულია ხვიჩა ვარდიაშვილის მეუღლე. ირკვევა, რომ სწორედ მას გაუგზავნა მესიჯი ლაშა გუჯეჯიანმა და მეგობრებს შორის კონფლიქტიც ამის გამო დაიწყო. საქმის გასარჩევად ვარდიაშვილი და გუჯეჯიანი ერთმანეთს წულუკიძის ქუჩაზე შეხვდნენ. მათ შორის სიტყვიერი კონფლიქტი მოკლულის ავტომობილში დაიწყო, რამდენიმე წუთში კი 39 წლის მამაკაცმა, კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან 43 წლის სამხედრო მოსამსახურეს 7-ჯერ ესროლა და მოკლა.

სამხედრო მოსამსახურე გუშინ ღამით საკუთარ სახლთან ახლოს მოკლეს. სავარაუდო დამნაშავეც სამხედრო მოსამსახურეა. ის სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დანაშაულის ჩადენის იარაღიც ამოიღო. გამოძიება 43 წლის ლაშა გუჯეჯიანის მკვლელობის საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved