• რეკლამა
  • კონტაქტი
22:14, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჟესტური ენებისა და წერა-კითხვის შემსწავლელი აპლიკაცია Wisp-ი პრე-აქსელერატორის ფინალისტია

ალია ავტორი - ალია
15:35 12-27-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
255

ჟესტური ენებისა და წერა-კითხვის შემსწავლელიაპლიკაციის შემქმნელი სტარტაპი Wisp-ი პრე-აქსელერატორის ერთ-ერთი მონაწილეა,  რომელიც ამ პროექტის ფარგლებში პროდუქტის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს.

„Wisp“–ი საქართველოში პირველი პლატფორმაა, რომელიც სმენის არმქონე ადამიანებსა და მათიოჯახის წევრებს წერა-კითხვისა და ჟესტების შესწავლაში  და კომუნიკაციის ნაპრალების ამოვსებაში დაეხმარება. აპლიკაციის შექმნის იდეა  დაახლოებით წლინახევრის წინ გაჩნდა, როდესაც დამფუძნებელმა ქართული ჟესტური ენის შესწავლადამოუკიდებლად გადაწყვიტა. მას შემდეგ Wisp–ის გუნდი, რომელიც სხვადასხვა გამოცდილებისა და პროფესიის ადამიანებითაა დაკომპლექტებული, ამჯადოსნური გზის გაკვალვაზე უწყვეტად მუშაობს.

აპლიკაციის მთავარი გმირი, მანათობელი არსება „ვისპი“, აპლიკაციის მომხმარებელს თავის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობას და ამ მოგზაურობის პროცესში წერა-კითხვისა და ჟესტების ნაბიჯ-ნაბიჯ, მარტივად შესწავლას სთავაზობს. აპლიკაციაში ინტეგრირებული, საგანგებოდ გაწერილი ინტერაქციული დავალებები, რომლებიც ანიმაციების სახითაა წარმოდგენილი, სმენის სრული დარღვევის მქონე ადამიანებს ინფორმაციის ადვილად ათვისებაში დაეხმარება. აპლიკაცია მორგებულია ასევე არასმენადაქვეითებულ ადამიანებზეც, რომლებსაც ჟესტური ენის შესწავლა სურთ.

Wisp–ი უკვე არაერთხელ დაიტესტა. პოტენციური მომხმარებლის რჩევების შესაბამისად, დაიხვეწა აპლიკაციის დიზაინი, ინტერფეისი და ფუნქციები. თუმცა, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, საბოლოო ვერსიის მიღებაში ყველაზე დიდი როლი პრე-აქსელერაციის პროექტს მიუძღვის, რომელში მონაწილეობაც სტარტაპისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

„როცა გავიგეთ, რომ გამოცხადდა მიღება, მაშინვე  შევავსეთ განაცხადი, რის საფუძველზეც მოვხვდით პრე-აქსელერატორის პროგრამაში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მიმაჩნია, რომ ახლა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს გავდივარ. პროექტის ფარგლებში 3-თვიანმა მუშაობამ დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგვიგროვა და ძალიან გაგვზარდა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდურადაც. ბევრი რამის თქმა შემიძლია კონკრეტული, პროფესიული უნარების განვითარებაზე თუ მიღებულ ცოდნაზე,თუმცა ამ პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც აქ გავიცანი და რომლებთან ურთიერთობამაც უნიკალური გამოცდილება შემძინა.“ – ამბობს Wips-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნუცა რევაზიშვილი.

პრე-აქსელერატორის პროექტში, ინტენსიური სამუშაო პროცესის განმავლობაში, Wips-ის ბიზნესმოდელი მთლიანად შეიცვალა, დაიბადაახალი იდეები, ახლიდან დაიგეგმა ტექნიკური ნაწილი. აპლიკაციის საბოლოო ვერსიამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა. მანამდე კი Wips-ის დამფუძნებლები, პრე-აქსელერატორის გუნდთან და სხვა ფინალისტ სტარტაპებთან ერთად,ტალინში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სამდღიან ბეტკამპში, რის შემდეგაც საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარდგებიან.

სტარტაპი პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა და პროგრამა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროექტს დაარსების დღიდან მხარს უჭერს თიბისის პროგრამა სტარტაპერი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში სამი ნაკადი ჩაერთო – ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოპოვება მოახერხეს.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved