• რეკლამა
  • კონტაქტი
21:49, კვირა, 17 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ყველაზე გავრცელებული შეცდომაა” – ტექნიკური რჩევები ზამთრისთვის “ცელსიუსისგან”

ალია ავტორი - ალია
14:47 12-27-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,564

ალიას ესაუბრება გათბობა გაგრილების კომპანია „ცელსიუსის“ საცალო პროექტების ხელმძღვანელი, დავით ნავროზაშვილი.

დავითი „ცელსიუსში“ გახსნის დღიდან მუშაობს, გვიყვება, რომ ბოლო 23 წელია ამ სპეციალობითაა დაკავებული, მუდმივად ვითარდება და იმდიდრებს გამოცდილებას.

დავით ნავროზაშვილი:

–არ მიყვარს ზოგადად ბრენდების გამორჩევა, მაგრამ არისტონის მოდელების ტექნიკურ მახასიათებლებს რომ ვადარებ სხვა ბრენდებს, მახასიათებლები თავად საუბრობენ. ცელსიუსმა, გარდა იმისა, რომ არისტონის ოფიციალური შემომტანია, მოახერხა და შექმნა გუნდი, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობა, აწვდის მომხმარებლებს ხარისხიან მომსახურებას, ჰყავს კარგად გადამზადებული ინსტალატორები, ადამიანები, რომლებიც ამონტაჟებენ გათბობის ქვაბებს, მუდმივად აქვს ხელმისაწვდომი ახალი ნაწილები. გათბობის ქვაბის არჩევა და დამონტაჟება ერთ–ერთი მთავარი პროცესია მომავალი კომფორტისთვის.

ყოფილა შემთხვევა, როცა მომხმარებელს უთქვამს, რომ თავად, ან მისი ნაცნობი ხელოსანი დააყენებს გათბობის ქვაბს, მას შემდეგ, რაც დადგამს ქვაბს, მისამართზე მიდის ჩვენი ჯგუფი, ცხადია, უსასყიდლოდ, ამოწმებს, რამდენად სწორადაა დაყენებული, ქვაბის დაყენება მხოლოდ მის დადგმას არ ნიშნავს, ფილტრი უყენია, თუ არა, რამდენად სწორად უყენია, ელექტროობის დამცავი უყენია, თუ არა, – გასცემენ რეკომენდაციებს, ურჩევენ სწორად დაყენებას, ეხმარებიან, თუ საჭირო გახდა ადგილზე და მხოლოდ ამის შემდეგ წერენ გარანტიას, ყიდვისას, მომხმარებელს გადაეცემა საგარანტიო ტალონი, თუმცა, როცა დამონტაჟდება და გაცემული იქნება რეკომენდაციები, გათვალისწინებული იქნება ყველა პირობა უსაფრთხოებისთვის და ქვაბის ეფექტურად მოხმარებისთვის, მხოლოდ ამის შემდეგ ვწერთ გარანტიას.

მქონია შემთხვევა, დაურეკავთ და უთქვამთ: – დათო, ეს რა მომყიდე? არ ათბობს ქვაბი, – ჩამიხედავს რეკომენდაციებში და მინახავს, რომ მხოლოდ 2 ადგილია დატოვებული რადიატორისთვის ამ ბინაში და რეკომენდაციაა მინიმუმ 5 რადიატორზე. ქვაბი არის გამაცხელებელი ელემენტი, რადიატორი კი – გამათბობელი, თუ ფართს სჭირდება 5 რადიატორი და რემონტის შემდგომ მხოლოდ 2 რადიატორისთვის დატოვეს წერტილი და არც შემდგომ დაამატეს, ქვაბი, რადიატორების საჭირო რაოდენობის გარეშე, ვერ გაათბობს ფართს. ამ შემთხვევაში, ქვაბი არაფერ შუაშია. იდეალურია, როცა რემონტამდე გვიკავშირდებიან, მიდის ცელსიუსის ჯგუფი ადგილზე, მოაქვს ფართის პროექტი, ვეცნობით, ვადგენთ ხარჯთაღრიცხვას, შემდეგ ვარჩევინებთ საჭირო სიმძლავრის ქვაბს და საჭირო ოდენობის რადიატორებს – ეს ყველაფერი, ცხადია, უფასოდ.

დავით ნავროზაშვილი

–დაზამთრდა, აცივდა, ყინვებსაც უნდა ველოდოთ, წესით, როგორ უნდა დავიცვათ გათბობის ქვაბი გაყინვისგან?

–არისტონის ნებისმიერი ქვაბი, რომელიც თუნდაც მხოლოდ ქსელშია ჩართული და არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, +5 გრადუს ცელსიუსზე დაბლა თუ ჩამოვიდა ტემპერატურა, თავად ავტომატურად რთავს საცირკულაციო ტუმბოს, საცირკულაცია ტუმბო ატრიალებს წყალს და არ აძლევს გაყინვის საშუალებას.

გარდა ამისა, ცელსიუსში წარმოდგენილია არისტონის ისეთი მოდელები, რომლებსაც აქვთ დამატებითი გაყინვის საწინააღმდეგო ფუნქცია – მომხმარებელი თავად ვარჩევ, რა ტემპერატურაზე უნდა ჩამირთოს ეს ფუნქცია, რომ ქვაბი არ გამეყინოს და შემიძლია ისიც ავარჩიო, როდის უნდა ჩამირთოს. მაგალითად, გავდივარ სახლიდან რამდენიმე დღით და მოსალოდნელია ყინვები – ვუთითებ, ამა და ამ დღეებში, ამდენ გრადუსზე, ჩართოს გაყინვის საწინააღმდეგო დამატებითი ფუნქცია.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არისტონის ქვაბები კი მართლა ძალიან მაგარი ფუნქციებითაა აღჭურვილი და არ იყინება, მაგრამ ქვაბი გვაძლევს გათბობასაც და ცხელ წყალსაც და გათბობის ნაწილი კი თავად არეგულირებს, რომ არ გაიყინოს, მაგრამ მყარი დაცვა სჭირდება ცხელი წყლის მილებსაც, სწორედ მილები იწყებს გაყინვას და შემდეგ აღწევს ქვაბამდე, ამიტომ მილები საგულდაგულოდ უნდა შევფუთოთ.

რაც შეეხება კარადას, რომელიც ასევე დაცვის საშუალებაა, მინახავს კარადები, რომლებსაც ყველა მხრიდან ნახვრეტები აქვთ, კარადა უნდა იყოს აუცილებლად ჰერმეტულად დაცული.

–და თუ მაქვს ძველი მოდელი, არც ისე ხარისხიანია, არც ენერგოეფექტური, არც ეს ჭკვიანი ფუნქციები და გამეყინა, როგორ ვიქცევი?

–პირველ რიგში, გეტყვით, რომ ცელსიუსში მუდმივმოქმედი აქციაა შეცვალე ძველი ახლით და დაზოგე 700 ლარამდე თანხა, შეგიძლიათ, შეცვალოთ ცელსიუსის ნებისმიერი მოდელით ნებისმიერ დროს, მიიღოთ უფასო პროექტირება, მონტაჟი, გარანტია და მომსახურების სერვისი. თუ ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებთ და გაგეყინათ გათბობის ქვაბის მილები – ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ცხელი წყლის დასხმა – ეს არ გააკეთოთ, გაყინულ მილებზე ცხელი წყლის დასხმა მილების ხარიხს აზიანებს, გამოიყენეთ თბილი წყალი და გამოიყენეთ თმის საშრობი, ე.წ. „ფენი“, გაალღვეთ ნელ–ნელა – ეს საუკეთესო გზაა.

–როგორც ვიცი, ცელსიუსი გვთავაზობს ხარისხთან ერთად ენერგოეფექტურ მოდელებსაც, ხომ?

–კი, ნამდვილად ასეა. არაენერგოეფექტური ქვაბები მოიხმარენ ბუნებრივ აირს და დანაკარგი აქვთ მოხმარებული ბუნებრივი აირის ნამწვის სახით. ცელსიუსში წარმოდგენილი ენერგოეფექტური ქვაბები კი იყენებენ როგორც ბუნებრივ აირს, ასევე ნამწვასაც, დანაკარგის გარეშე მუშაობენ, შესაბამისად, პირველი – ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ და მეორე – ნამწვი არ გამოიყოფა გარემოში, არ ზიანდება ოზონის შრე, და ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია.

გილოცავთ დამდეგ 2024 წელს, საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის და გახსოვდეთ, ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის თქვენთან თანამშრომლობისთვის.

თეგები: დავით ნავროზაშვილიცელსიუსელებიცელსიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved