წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის ინფორმაციით, ლიტერატურულ- მუსიკალური მარათონი ,,თუთა 2023″–ის ფარგლებში, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს მოსწავლეთა სახლის თეატრალურ დარბაზში გაიმართა პოეტის, მწერლის, ლიტერატურათმცოდნე მურად მთვარელიძის პოეზიის საღამო.
პოეტმა საჯარო სკოლების პედაგოგებს, მოსწავლეებს, მუზეუმისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირებს საჩუქრად წიგნები გადასცა.
ლიტერატურული საღამო მუსაკალურად გააფორმა ფოლკლორულმა ანსამბლმა,,მამულმა” , ხელმძღვანელი ბექა ზარქუა!
ღონისძიების ორგანიზატორი: მარინე შანავა.
კომენტარები