• რეკლამა
  • კონტაქტი
17:14, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს ტურისტებისთვის

ალია ავტორი - ალია
15:38 05-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს:

„თუ სხვა ბიზნესები უფრო მალე ამოიქოქება, ტურიზმში, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანა ერთდროულად ვერ დაძლევს პანდემიას და ჯერ კიდევ შენარჩუნდება შეზღუდვები, განსხვავებული სირთულე არსებობს და განსხვავებულ პრობლემებთან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმისთვის ჩვენ ვამზადებთ სპეციფიკურ ანტიკრიზისულ გეგმას, განსხვავებულ გეგმას.

ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია მთლიანად ტურიზმის ინდუსტიარსთან. ეს არ არის მხოლოდ სასტუმროები, ეს არის ძალიან დიდი სექტორი გიდების, რომლებსაც ძალიან გაუჭირდათ დღეს, რადგან პრაქტიკულად შემოსავლის წყარო აღარ აქვთ; ეს არის ძალიან დიდი სეგმენტი ტუროპერატორების, სატრანსპორტო კომპანიების, რომლებიც აქამდე ტურისტების სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილზე ტარებით იყვნენ დაკავებული. ამიტომ მათ სჭირდებათ განსხვავებული გეგმა და მაშინ ჩვენ გვაქვს შანსი, რომ საქართველო უკვე  წლის დასასრულს გახდეს უსაფრთხო დანიშნულების ადგილი, რადგან ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც აქამდე იყო. ახალი მოთხოვნები დაისმება ტურიზმის მიმართ.

ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული შრომა“

მინისტრმა აღნიშნა, რომ ე.წ. უსაფრთხო დერეფნის გახნსა მოხდება წლის ბოლოსკენ…

“ალია” – როგორც ვიქნებით ერთ-ერთი პირველები, როცა ჩინეთმა უკვე გახსნა ტურისტული ზონები და საბერძნეთი დღე-დღეზე ხსნის – არ დაუკონკრეტებია. ისევე, როგორც არ აუხსნია – რას ნიშნავს – “დერეფანი”…

და თუ ერთ-ერთი პირველები გავხსნით, დერეფნები როგორ ვიქნებით, სად წავა ამ დერეფნიდან ტურისტი, თუ სხვა ქვეყნის საზღვრები დაკეტილი იქნება.

როგორც ჩანს, ეკონომიკის მინისტრის ენაზე – დერეფანი – სხვა რამეს ნიშნავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved