• რეკლამა
  • კონტაქტი
17:28, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ქართული კინომუსიკის შედევრების კონცერტი გამართა

ალია ავტორი - ალია
16:01 12-22-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
436

ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი კვლავ აგრძელებს თავისი დიდი ოჯახის წევრებზე ზრუნვას და ამ ზრუნვის გამოსახატად სპეციალურად არქელებისთვის კიდევ ერთი გამორჩეული ღონისძიება გამართა.

მხოლოდ არქელებისთვის 17 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული კინომუსიკის შედევრები აჟღერდა. დაუვიწყარი ჰანგები ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებთ შეასრულა. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ: ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნინო ქათამაძე, ეკა მამალაძე და სხვა ქართველი ვარსკვლავები.

„ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ, რომ არქისთან ურთიერთობა არ მთავრდება ბინის ჩაბარებით და პირიქით, ამ დროს იწყება. არქის გუნდის თითოეული წევრი ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ არქელებმა ბედნიერად იცხოვრონ და თავი მართლაც დიდი ოჯახის წევრებად იგრძნონ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა, რომელთა რიცხვიც 35 000-ს აჭარბებს. ეს და აქამდე გამართული ღონისძებები კი ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ჩვენს ძვირფას არქელებს კიდევ არაერთ სიურპრიზს ვპირდებით.“- არქის დამფუძნებელი ილია წულაია.

კონცერტს სხვადასხვა კომპლექსში მცხოვრები 2500-მდე არქელი დაესწრო. არქელებმა ერთად მოუსმინეს მათთვის საყვარელ, ნოსტალგიურ ჰანგებს. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, დასასრულს ოვაციები არ წყდებოდა. არქის დიდი ოჯახის წევრებმა კონცერტი სადღესასწაულო განწყობით დატოვეს და ერთად უამრავი სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

„ეს კონცერტი არქის დიდი ოჯახის წევრებისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად გავმართეთ, რაც ვფიქრობ, ნამდვილად გამოგვივიდა. კონცერტის შემდეგ არქელები შთაბეჭდილებებს გვიზიარებდნენ, ძალიან კმაყოფილები იყვნენ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე არაერთი ღონისძიება გავმართეთ, მუდმივად ვზრუნავთ, რომ არქელებს განსაკუთრებული განწყობა შევუქმნათ და ამ ზრუნვის ფარგლებში არქის დიდი ოჯახის წევრების გახარებას კვლავაც გავაგრძელებთ.“- აცხადებს არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.

არქი ყოველთვის გამორჩეულად ზრუნავს თავის მაცხოვრებლებზე. ამის დასტურია ის ღონისძიებები, რომლებიც კომპანიამ სპეციალურად არქელებისთვის უკვე გამართა: „ჯიფსი არქელებისვის“ სპორტის სასახლეში, ლეგენდარული მიუზიკლი „ჩიკაგო“ მულტიფუნქციურ სივრცე „თეატრში“, ლელა წურწუმიას და ბენდის კონცერტი კლუბ „ანდერვილში“, სუხიშვილების კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, დათო გომართელი და შვიდკაცა მცხეთაში. არქიში აცხადებენ, რომ არქლებისთვის ღონისძიებების გამართვა მათთვის უკვე ტრადიციაა. კომპანია მაცხოვრებლებს არაერთ სიურპრიზს და ჯადოსნურ მომენტს ჰპირდება.

თეგები: არქელებიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved