• რეკლამა
  • კონტაქტი
05:41, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სიცრუეა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია უარს ამბობს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნაზე” – ცესკო

ალია ავტორი - ალია
14:03 12-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
124

ცესკო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომელმაც შეიძლება დააბნიოს და შეცდომაში შეიყვანოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

“პირველ რიგში, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სიცრუეა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია უარს ამბობს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნაზე და პასუხისმგებლობა სხვა უწყებაზე, ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროზე, გადააქვს, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი და მედიასაშუალება ამტკიცებდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ამომრჩევლებმა კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა.  თუმცა ამისთვის საჭიროა მათ დაიცვან კანონით გაწერილი პროცედურები. საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ამომრჩევლის დროული ინფორმირებაა, რათა ამომრჩეველმა საზღვარგარეთ თუ საქართველოში მიიღოს ზუსტად ის ინფორმაცია, რაც მას არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სჭირდება და გამოადგება. ეს საკითხი ასევე გაწერილია ცესკოს სამოქმედო გეგმაში და ითვალისწინებს ფართომასშტაბიან ინფორმირების კამპანიას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ამდენად, საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობებს და უზრუნველყოფს მათ ინფორმირებას ყველა იმ წესის, ვადისა თუ პროცედურის შესახებ, რომელსაც კანონმდებლობა განსაზღვრავს.

შევახსენებთ საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის. ხოლო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მნიშვნელოვანია თითოეულმა მათგანმა არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაცია გაიაროს სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.

ამ საკითხზე საუბრისას განსაკუთრებით აღსანიშნავია ის სიახლე, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციის ვადებს უხანგრძლივებს. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად ასეთი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის ვადა ორი დღით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილია კანონით დადგენილი პროცედურები, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული პირი ცდილობს საკუთარი მიზნებისთვის შეცდომაში შეიყვანოს უცხოეთში მცხოვრები ამომრჩევლები. ეს კი აზიანებს საარჩევნო პროცესს და ხელს უწყობს სრულიად უსაფუძვლო აღქმების დამკვიდრებას, როგორც საზღვარგარეთ ხმის მიცემის პროცედურებთან, ისე ვადებთან დაკავშირებით.

მივმართავთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს, საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული სანდო ინფორმაციისთვის დაუკავშირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციას და ისარგებლონ გადამოწმებული წყაროებით.

ასევე მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, გაითვალისწინონ და დაიცვან საარჩევნო პროცედურები, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს. არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ პროცესის საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელების საქმეში,” – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

თეგები: ცესკო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved