• რეკლამა
  • კონტაქტი
17:15, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეამოწმე ანტიფრიზი და „იმგზავრე ჩავარდნების გარეშე“ – „თეგეტა მოტორსის“ კრეატიული პრინტ სერია გრძელდება

ალია ავტორი - ალია
16:16 12-21-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
220

ზამთარში ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას, შემოწმებასა და ზამთრის ამინდის შესაბამისი პროდუქტებით აღჭურვას მოითხოვს. „თეგეტა მოტორსის“ კრეატიული პრინტ სერია „იმგზავრე ჩავარდნების გარეშე“ სწორედ ამ საკითხს ეხმიანება და ტრადიციულად მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

კრეატიულ ბანერებზე ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონური პროდუქტებია გამოსახული და მძღოლებს უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელ პირობებს შეახსენებს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი, რომელიც ზამთრის დღეებში ავტომობილის შეუფერხებლად გადაადგილებას უზრუნველყოფს, ანტიფრიზია.

ანტიფრიზი ცივ ამინდებში ავტომობილის გამართულობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ეს არის სითხე, რომელიც გაზავების შემდეგ -680-დან -110-მდე ტემპერატურას უძლებს, ამასთანავე მაღალი კონცენტრაციის ანტიფრიზს ყინვამედეგობასთან ერთად, უუმჯობესდება სითბომეგობაც 1600-1800-მდე, რაც იცავს ძრავს გადახურებისა და კოროზიისგან.

ხშირად ზამთრის დადგომამდე გაგრილების სისტემაში არსებული ანტიფრიზის ყინვამედეგობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ დიდია ალბათობა, რომ მას საექსპლუატაციო ვადა ან რესურსი ამოეწუროს, შესაბამისად სითხემ დაკარგოს ქიმიური თვისებები. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, ზამთრის ბოლოს კიდევ ერთხელ შემოწმდეს და, საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს ანტიფრიზი.

თუ მომავალი დღეების მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს გადახედავთ, ნახავთ, რომ ღამით, ტემპერატურა 0-გრადუსიან ნიშნულს სცდება. ასეთი ტემპერატურის პირობებში ძრავის გაგრილების სისტემაში არსებული სითხე რომ არ გაიყინოს და ძრავი ან რადიატორი არ დაგვიზიანდეს, ერთადერთი გამოსავალია ანტიფრიზის ხარისხის შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა.

ანტიფრიზის გამოცვლის სიხშირე ყველა მძღოლისთვის სხვადასხვაა. ამიტომ, სეზონების ცვლილებასთან ერთად, აუცილებლად უნდა შეამოწმოთ ანტიფრიზის სამუშაო რესურსი, მისი დონე და, საჭიროების შემთხვევაში, ჩაანაცვლოთ ახლით, რათა დაცული იყოთ ნებისმიერი ამინდისა და ტემპერატურის პირობებში.

მძღოლების უმეტესობა ანტიფრიზის მის ფერს შერჩევისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ანტიფრიზი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ფერის. მწარმოებლები გარკვეული დანამატების მეშვეობით აძლევენ ფერს იმისთვის, რომ მძღოლმა შეძლოს მისი გარჩევა სხვა სითხეებისგან. სპეციფიკური შეფერილობის დამსახურებით, გაჟონვის შემთხვევაში, მარტივად შეიძლება მისი იდენტიფიცირება. ანტიფრიზის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ მხოლოდ ავტომწარმოებლის რეკომენდაციით. ანტიფრიზის ფერით შერჩევამ შესაძლოა, შეცდომაში შეგიყვანოთ და გაგრილების სისტემის დაზიანება გამოიწვიოს.

ზამთრის ცივ დღეებში ავტომობილის გასამართად „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს.


თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved