• რეკლამა
  • კონტაქტი
08:42, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სრულყოფილი 5G, პირველად საქართველოში, სელფი მობაილმა წარმატებულად გაუშვა თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში

ალია ავტორი - ალია
12:50 12-21-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
355

საქართველოში მობილური ტექნოლოგიების განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო – სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, დღეს გუდაურში, ოფიციალურ ცერემონიაზე, მოწინავე ტელეკომუნიკაციების სფეროში ტექნოლოგიის, 5G-ის დანერგვა აღნიშნა.

5G ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებლებს მომსახურების ფუნდამენტურად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, უკვე სრულად ხელმისაწვდომია გუდაურსა და ბაკურიანში, ასევე თბილისის ორ უბანში – დიდუბესა და დიდ დიღომში.

სელფის 5G ქსელი თბილისში საპილოტე რეჟიმში 21 ნოემბერს ჩაირთო და ამ დრომდე ის უკვე 5,000-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ სელფი 5G-ს ნერგავს მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Nokia-ს დანადგარებით, რომელთანაც ხელშეკრულება მიმდინარე წლის აგვისტოში გაფორმდა.

კონტრაქტის ფარგლებში სელფი 5G-ს მთელი საქართველოს მასშტაბით ავითარებს. სელფი ასევე ფლობს ლიცენზიას 5G ქსელის წარმატებით და სრულყოფილად დასანერგად საჭირო სიხშირული რესურსის გამოყენებაზე.

სელფი საქართველოში მოწინავე ციფრული მობილური ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა ბაზარზე წამყვანი ტექნოლოგიური ინოვაციების შემოტანით. სელფის სტრატეგიასთან სრულ თანხვედრაშია კომპანიის გადაწყვეტილება, დაენერგა საქართველოში პირველი 5G.

სელფი, არსებული ქსელის განახლებასა და გაფართოებასთან ერთად, აქტიურად განაგრძობს 5G ქსელის შენებას.

ახალი თაობის უსადენო ინტერნეტტექნოლოგიის დანერგვით, რომელიც მაქსიმალურად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს და მინიმუმამდე შეამცირებს შეფერხებებს, საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადავა ისეთ უმნიშვნელოვანესი დარგები, როგორებიც არის: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

თეგები: სელფი მობაილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved