• რეკლამა
  • კონტაქტი
09:46, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მე დავბრუნდი საქართველოში 53 წლის ასაკში, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ენერგიით სავსე, დღეს 56 წლის გავხდი” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:16 12-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,879

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

,,მე დავბრუნდი საქართველოში 53 წლის ასაკში, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ენერგიით სავსე, დღეს 56 წლის გავხდი.

საქართველოში ჩემი ხალხისა და მიწის უსაზღვრო სიყვარულმა და იმის ყურების დიდმა ტკივილმა დამაბრუნა, თუ როგორ ინგრევა ყველაფერი ის, რაც შევქმენით, როგორ გაჩერდა ის, რაც დავიწყეთ. ვიცოდი, რომ დამიჭერდნენ, მაგრამ ამანაც ვერ შემაჩერა. როგორია დღეს ჩემი ცხოვრება?

ყოველდღე ჩემი 77 წლის დედა მინიმუმ ორ საათიან გზას გადის მანქანით, რათა საკვები მომიტანოს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძალიან უჭირს, ცდილობს არ შეიმჩნიოს მისი მძიმე მდგომარეობა და აქეთ გამამხნევოს, დილაობით ყოველთვის ღიმილით შემოდის პაკეტით ხელში. ის ჩამოსული იყო კიევში, რათა დავერწმუნებინე და გადამეფიქრებინა ჩემი განზრახვა. მე გავეპარე სახლიდან და მაინც წამოვედი. მთელი ეს თვეები და წლებია ერთხელაც არ მომისმენია მისგან საყვედური.

ჩემი ჩამოსვლა მძიმე ტვირთად დაატყდა 15 წლის ნიკუშას. ეს არის კრიტიკული ასაკი და ვხედავდი, თუ როგორი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი იყო ეს მისთვის და როგორ ვაჟკაცურად უმკლავდებოდა ამ სტრესს. საოცარი ანალიტიკური თვისებები განუვითარდა, ბოლო შეხვედრისას ძალიან ღრმა და საინტერესო რჩევები მომცა. მთავარია მახარებს, რომ ორივემ – ედუარდმა და ნიკუშამაც მითხრეს, რომ ჩემი აქ ჩამოსვლა არ იყო შეცდომა და ისინი ამაყობენ მამით.

3.5 წლის ალისკა კი ყველას უყვება, რომ მამიკო ძალიან დაკავებულია სამსახურში და ამიტომ ვერ მოდის მის სანახავად. თუმცა დედიკოს ჩუმად გაანდო, რომ მე კი მინდა მასთან მისვლა და ჩახუტება, მაგრამ “ცუდი კაცები” მიშლიან ხელსო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან დაშვებულ ადამიანთა წრე უკიდურესად შეზღუდულია და ტელეფონების ზარები აკრძალული მაქვს, მე ვიცი, რომ მარტო არ ვარ. ასობით ათასი ადამიანი საქართველოში და უკრაინასთან ერთად მილიონობით ადამიანი თანამიგრძნობს და მიჭერს მხარს. სწორედ ამან გადამატანინა ფიზიკური ძალადობა, მოწამვლა, ცხოვრების რიტმის მკვეთრი ცვლილება.

ბევრი რაღაც უფრო კარგად დავინახე. ბედნიერი ვარ იმით, რომ ძალიან ცოტა ადამიანმა გამიცრუა იმედი და პირიქით, ბევრმა ადამიანმა ძალიან კარგად გამოავლინა თავი და სასიამოვნოდ გამაოცა. გამოჩნდნენ ახალი მხარდამჭერები და მეგობრებიც. მე ძალიან მითბობს გულს თუ როგორ დამიდგა გვერდზე უკრაინა, მისი ლიდერი და უამრავი უკრაინელი. სასიამოვნოდ გავოცდი, თუ რამდენი პოზიტიური სტატია დაიწერა მსოფლიოს პრესაში ჩემზე და ჩვენს რეფორმებზე. ძალიან სერიოზული მსოფლიო მოღვაწეების მიერ აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტი გულშემატკივარი მყავდა მსოფლიოში ვიდრე წარმომედგინა და იმედი მაქვს, რომ ეს ეხმარება ჩემს სათაყვანებელ საქართველოსაც.

ახლა 56 წლის ვარ. თავს აბსოლუტურად ისევე ახალგაზრდულად ვგრძნობ, როგორც 2021-ში. მე ვიცი, რომ საქართველოს მტერს ჩემი განადგურება სურს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას ეს არ გამოუვიდეს. რადგან ზუსტად ვიცი, რომ კიდევ დავჭირდები ჩემს ორივე ქვეყანას – საქართველოსა და უკრაინას, ამიტომ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპზე ვიმყოფები. მე ის ჯარისკაცი ვარ, რომელმაც გაიარა, რამდენიც შეძლო და ახლა გაივლის იმდენს, რამდენიც საჭიროა თითოეული ქართველისა და უკრაინელის გასამარჯვებლად.

მე მწამს, რომ დაბადებული ვარ გამარჯვებისთვის და ჩვენ, ყველანი ერთად, დავამარცხებთ უიმედობასა და მარცხზე ფიქრსაც კი.”

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved