• რეკლამა
  • კონტაქტი
01:09, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში, გარკვეულ საათებში M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალება

ალია ავტორი - ალია
11:50 12-20-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
555

თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, დილის 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათების შუალედში; ამასთან, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მე ახლა გაჩვენებთ იმ არეალს, სადაც ამ პერიოდში აიკრძალება ზემოთაღნიშნული დიდი მანქანების გადაადგილება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მტავრობის სხდომაზე განაცხადა.

„როგორც უკვე იცით, პარლამენტის მხარდაჭერით მიღებულია კანონი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში კრძალავს დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გადაადგილებას.

წინა მთავრობაზე დავავალე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს, რომ შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საფუძველზე მომზადებულიყო წესი საკრებულოში წარსადგენად.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბიზნეს ასოციაციასთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მათი თხოვნები, მათი შესაძლებლობები, შევაჯერეთ პოზიციები და მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს არც კერძო სექტორს და თავისი მხრივ დადებით გავლენას იქონიებს ქალაქში გადაადგილებაზე, განსაკუთრებით პიკის საათებში.

საკრებულოს მიერ დასამტკიცებელი წესის მიხედვით: თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, დილის 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათების შუალედში; ამასთან, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მე ახლა გაჩვენებთ იმ არეალს, სადაც ამ პერიოდში აიკრძალება ზემოთაღნიშნული დიდი მანქანების გადაადგილება.

ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და აგვისტოს თვეში. ვფიქრობთ, აგვისტოს თვე იყოს გადაადგილებისთვის თავისუფალი, რადგან, როგორც წესი, ამ პერიოდში ქალაქი შედარებით თავისუფალია, მოსახლეობა გადის დასასვენებლად და ამიტომ, ეს გამონაკლისი შესაძლებელია რომ დაშვებულ იქნას; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იქნება გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რაზეც ეს რეგულაცია არ გავრცელდება.

მათ შორის: • საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; • საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი) • მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; • მოსწავლეების და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; • ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; • ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; • ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; • ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე დილის 08:00-11:00 საათების შუალედში; • სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე დილის 08:00-11:00 საათების შუალედში, აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე.

აღნიშნული წესების დარღვევისათვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმაც. პირველ შემთხვევაზე 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე – 3 000 ლარის ოდენობით. ეს წესი ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღეს დედაქალაქში ძალიან რთული სიტუაციაა პიკის საათებში გადაადგილების კუთხით, რასაც დიდწილად ხელს უწყობს დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილები. აღარ დავუბრუნდები მიზეზების ახსნას, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. სწორედ ეს იყო ამ რეგულაციის შემოღების მიზანი, რომ მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში შეგვეზღუდა მათი გადაადგილება დიდი დატვირთვის მქონე ტერიტორიებზე, განსაკუთრებით პიკის საათებში“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved