• რეკლამა
  • კონტაქტი
06:46, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინით ვაჭრობა 30 მილიარდ ევროდ – რას ითხოვს უნგრეთი უკრაინის სახსრებზე ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ

ალია ავტორი - ალია
13:44 12-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
533

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკური მრჩეველი ბალაშ ორბანი აცხადებს, რომ ბუდაპეშტი მზადაა გააუქმოს თავისი ვეტო უკრაინისადმი ევროკავშირის დახმარების ახალ პაკეტზე, თუ ბრიუსელი დათანხმდება თანხების განბლოკვას, რომლებიც გაყინულია უნგრეთში კანონის უზენაესობის შესახებ შეშფოთების ფონზე.

ევროპელი ლიდერები კვირის ბოლოს, სამიტზე აპირებენ ისტორიული გადაწყვეტილებების მიღებას უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისა და 50 მილიარდი ევროს, ოთხწლიანი დახმარების პაკეტის მიწოდების შესახებ. პირველ რიგში, მათ უნდა გადალახონ უნგრეთის წინააღმდეგობები ორივე თემაზე.

“თუ ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვს, რომ უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის შესწორებული ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს, მაშინ ეს ორი საკითხი ერთმანეთს უკავშირდება”, – უთხრა ბალაშ ორბანმა “ბლუმბერგს” სამშაბათს.

უნგრეთის ლიდერის თანაშემწის კომენტარი კეთდება მას შემდეგ, რაც ევროკომისია აპირებს განბლოკოს ევროკავშირის 10 მილიარდი ევროს დაფინანსება, როგორც ჯილდო სასამართლო რეფორმებისთვის, რომელიც ბუდაპეშტმა განახორციელა სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ბრიუსელის შეშფოთების გადასაჭრელად.

მაგრამ დანარჩენი დაბლოკილი თანხები – დაახლოებით 11,7 მილიარდი ევრო – სავარაუდოდ დარჩება გაყინული ადამიანის უფლებების დაცვასთან, საჯარო კონტრაქტების გაფორმებასთან და ქვეყანაში აკადემიური თავისუფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების გამო.

ბუდაპეშტი ასევე ელოდება 10,4 მილიარდი ევროს გრანტებსა და იაფ სესხებს ევროკავშირის პოსტპანდემიური აღდგენის ფონდიდან, რომელიც ასევე დაბლოკილი უნდა იყოს მანამ, სანამ უნგრეთი არ განახორციელებს ანტიკორუფციული რეფორმების სერიას.

მიუხედავად ამისა, ორბანის თანაშემწემ თქვა, რომ ბუდაპეშტი ვეტოს მოხსნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელი გადასცემს მთელ გაყინულ ფულს, რაც დაახლოებით 30 მილიარდ ევროს შეადგენს.

პრემიერმინისტრის მრჩეველმა თქვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ბუდაპეშტისთვის “წითელ ხაზად” რჩება და აღნიშნა, რომ კიევს უნდა შესთავაზონ ბლოკთან სტრატეგიული პარტნიორობა, რადგან მას ჯერ არ შეუსრულებია გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის კრიტერიუმები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved