• რეკლამა
  • კონტაქტი
19:46, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თანაც, ეს შტერი „ვაკე პარკ“-ს ვერ ამბობდა და სულ „აკვა პარკ“, „აკვა პარკ“-ს იძახდაო” – რას იხსენებს ბუბა კუდავა

ალია ავტორი - ალია
23:21 12-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,130

ისტორიკოსი, პროფესორი, გამომცემელი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ბუბა კუდავა სოციალურ ქსელში წერს:

,,წლების წინ ერთი ახალგაზრდა კაცი, ფერეიდნელი ქართველი დაუბრუნდა ისტორიულ სამშობლოს. მიდგა, მოდგა, მაგრამ ფეხი ჯერ ვერსად მოიკიდა. იმჟამად სამსახურში ვაკანსია გვქონდა და დროებით მძღოლობა შევთავაზე. სიამოვნებითო, თან ქალაქსაც ვისწავლიო. მოკლედ, შეუდგა მუშაობას.

ერთი ჩვევა ჰქონდა. სადაც ირანულნომრიან მანქანას დაინახავდა (მაშინ ხშირი იყო), გადაჰყოფდა ფანჯრიდან ნახევარ სხეულს (ტანმორჩილი გახლდათ), შუა გადი-გამატარეში ძარღვების დაბერვამდე დასჭყივლებდა სპარსულად მთელი ხმით და გაუბამდა მგზნებარე ბაასს გაღმა მანქანაში მგზავრებს.

ერთხელაც, ერთად ვმოძრაობთ. სადღაც ფილარმონიასთან ვართ და მორიგი მანქანა დალანდა. ოჯახი იჯდა და ისინიც დიდი ენთუზიაზმით და ანთებული თვალებით გამოეგებნენ. რამდენიმე ხმამაღალი გადაძახილისა და გულიანი დამშვიდობების შემდეგ მომიბრუნდა ეს ჩვენი ფერეიდნელი და მოკლე შინაარსი მომითხრო:

– ვაკის პარკში უნდოდა და არასწორად მიდიოდაო. გზა ვასწავლე, ახლა მოატრიალებს და სწორი მიმართულებით წავაო. თანაც, ეს შტერი „ვაკე პარკ“-ს ვერ ამბობდა და სულ „აკვა პარკ“, „აკვა პარკ“-ს იძახდაო.

მე ხომ სიცილით გავიგუდე, მერე ეს ხომ გავარკვიე და ჩაბჟირებამდე ვიცინეთ… და მერე, ყოველ შეხვედრაზე, წლიდან წლამდე, ამ ამბავს ვიხსენებთ და წარმოვიდგენთ, როგორ ჰყვება ის საწყალი თავის ახლობლებში, როგორ შეხვდა შუაგულ თბილისში ერთ აფერისტ ირანელს და სწორ გზაზე დამდგარი, როგორ გაუშვა მოსავლელში…

არადა, პატიოსნად იძახდა ის კაცი – „აკვა პარკ“, „აკვა პარკ“-ო. და სწორადაც მიდიოდა…”

თეგები: ბუბა კუდავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved