• რეკლამა
  • კონტაქტი
08:44, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზურაბიშვილის შემოთავაზებულ პეტიციას ხელს მხოლოდ სააკაშვილის შემდეგ მოვაწერ – გიორგი მარგველაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:57 12-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,009

პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემლობაში სალომე ზურაბიშვილს მისი წინამორბედი გიორგი მარგველაშვილი ამხელს. მეოთხე პრეზიდენტი არ აპირებს მივიდეს ზურაბიშვილის დაანონსებულ დიდ შეკრებაზე.

გიორგი მარგველაშვილს  უკვირს, რატომ არ ახსენა მოქმედმა პრეზიდენტმა გამოსვლაში ყოფილი პრეზიდენტები, რომელთაც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ბევრი აქვთ გაკეთებული.  მარგველაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მისი ხელმოწერა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დოკუმენტზე, როცა მას ხელს მიხეილ სააკაშვილი მოაწერს.

მე ყოველთვის ვიცავ ინსტიტუტს. ვალდებული ვარ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დავიცვა და გასაგები გავხადო ის ჩემი პოზიციით, რომ პრეზიდენტმა პრეზიდენტს, პრეზიდენტებს პატივი უნდა სცეს. ამდენი წლის განმავლობაში არცერთხელ არ გამიკეთებია არავითარი კომენტარი ქალბატონ სალომეს პოლიტიკურ პოზიციაზე, პატივს ვცემ მას როგორც პრეზიდენტს, მაგრამ მე ახლა ვალდებული ვარ, რომ დავიცვა პრეზიდენტის ინსტიტუტი. გასაკვირი იყო, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა თავის საჯარო განცხადებაში არ ახსენა პრეზიდენტები, ყოფილი და ვინც იყო ყველა, იმიტომ, რომ პრეზიდენტები ამ ქვეყანაში ყოველთვის ევროპისკენ იყვნენ ორიენტირებულები. აგრეთვე, როდესაც ლაპარაკია ამ პეტიციის წარდგენაზე, მე მიმაჩნია, რომ მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკურად როგორ უყურებ პრეზიდენტს, სააკაშვილის პოზიცია ამ თვალსაზრისით უნდა ნათლად ჩანდეს, ამ ერთიან პოზიციაში. თუ ხელის მოწერა იქნება, ბუნებრივია, მე ასეთ პეტიციას მოვაწერ ხელს, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ასეთ პეტიციაზე ხელს მოაწერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სადაც არ უნდა იყოს ის. ამავე დროს, მოვუწოდებ ყველას, რომ შეუერთდეს ამ ერთიან სულისკვეთებას, – ამბობს “პირველებთან”
საუბარში გიორგი მარგველაშვილი

თეგები: გიორგი მარგველაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

17:57 06-09-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი

15:20 06-09-2026
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

14:11 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved