• რეკლამა
  • კონტაქტი
06:53, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი კალანდია Mona.ge-ს სასამართლოში უჩივის

ალია ავტორი - ალია
23:29 12-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
502
ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია Mona.ge-ს სასამართლოში უჩივის.

კალანდია ინფორმაციის უარყოფას, მის შესახებ მასალის საიტიდან აღებასა და ბოდიშის მოხდას ითხოვს.

“ეს არის ცილისწამება, ეს არის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში. ყველაფერი ამის აღსადგენად და დასაცავად არსებობს სასამართლო. ამიტომ, მე სასამართლოს აუცილებლად მივმართავ. ყველაფერ ამას წარვადგენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში გავიმარჯვებ”, – თქვა კალანდიამ იმედთან.

კალანდია Mona.ge-ს მე-8 სიაში მოხვდა. საიტზე კალანდიას შესახებ წერია:

“გიორგი კალანდია მუზეუმებში თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკას ნერგავს. კერძოდ, ჩვენს ხელთ არსებული და გადამოწმებული ინფორმაციით, კალანდია პირადად იბარებს მუზეუმების თანამშრომლებს, აფრთხილებს პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით და მეტიც, საბჭოთა კავშირის საუკეთესო ტრადიციებით, ყველა თანამშრომელთან პირად საუბარს თუ თათბირს იწერს. მასთან დაპირისპირებას შეეწირა დადიანების მუზეუმის რამდენიმე თანამშრომელი. პრობლემა ახალი არ არის და ამაზე 2021 წლიდან საუბრობენ. კერძოდ, ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომელი, ექსკურსიამძღოლი ელზა ზოდელავა ზეწოლასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებდა ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიას”.

Mona.ge-ს ავტორები პარტიები გირჩი – მეტი თავისუფლება და დროა არიან. პარტიებში ამბობენ, რომ ვებ-გვერდზე განთავსდება იმ ადამიანთა პროფილები, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან.

გარდა ამისა, პარტიებში აცხადებენ, რომ პლატფორმაზე განთავსდება იმ ადამიანთა პროფილები, რომლებიც თავად გასცემენ ან თავად ასრულებენ უკანონო ბრძანებებს და გარდა ამისა, იმართებიან რუსული მეთოდებით.

ლიდერები ამბობენ, რომ ამ ადამიანთა პროფილებს შეარჩევს სპეციალური საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, ასევე სამოქალაქო სექტორისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, ეს სიები კი დიპლომატიურ მისიებს თუ საემიგრაციო სამსახურებს გადაეცემა.

თეგები: გიორგი კალანდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved