• რეკლამა
  • კონტაქტი
02:14, ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ქვეყანაში ექიმობის სურვილი დაგეკარგება ადამიანს” – ზაზა თელია

ალია ავტორი - ალია
19:31 12-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,113
დერმატო-ვენეროლოგი, “მტკიცებითი მედიცინის ცენტრის” ექიმი, ზაზა თელია:
? თბილისში დაახლოებით 1 500 000 ადამიანი ცხოვრობს
სტატისტიკურად ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ადამიანს სჭირდება დერმატოლოგის კონსულტაცია
თვეში არის დაახლოებით 20 სამუშაო დღე, ხოდა დღეში 30 პაციენტს რომ საშუალოდ გავუწიო კონსულტაცია, მთელი ჩემი საექიმო კარიერის განმავლობაში შევძლებ დაახლოებით – 295 000 პაციენტის მიღებას 75 წლამდე რომ ვიმუშაო
დანარჩენი 1 204 800 ადამიანი ჩემთან კონსულტაციაზე ვერ მოხვდება
? ხოდა შურით და ბოღმით რომ ხართ ავსებულები ზოგიერთები – არ ჯობია საქმეს მიხედოთ? სხვისი მიმართულებით ყურების ნაცვლად.
მართლა მე ხომ არ დამიხევია თქვენთვის წიგნები?
თუ ბოდიში უნდა მოვიხადო იმის გამო რომ წიგნებს თავს ვურტყავ, ვშრომობ, ვწვალობ, ფინანსურ რესურს ვხარჯავ ახალი ლიტერატურის მოპოვებისთვის და ბოდიშთან ერთად ავდგე და გასწავლოთ?
არ ვაპირებ.
დასწავლას იმსახურებს ის პატიოსანი, შრომისმოყვარე ადამიანი რომელიც შემდეგ გაზიარებულ, გაწილადებულ ცოდნას დაგიფასებს და მადლობელი იქნება.
? მეორეს მხრივ პაციენტის ფენომენი მაკვირვებს იშვიათად მაგრამ მაინც
ჩაეწერე ვიზიტზე, 1 წელი ელოდებოდი ექიმს, ლამის ოცნებად გექცა კონსულტაცია, ბოლოს როგორც იქნა მოხვდი კონსულტაციაზე, დიდი ფუფუნება მიიღე – მაღალი ხარისხის კონსულტაცია, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობა, გაზიარებული ინფორმაცია, დეტალურად ახსნილი პრობლემები, არა პოლიფარმაცია, არა ჰიპერდიაგნოსტიკა, არასაჭირო კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას გადარჩი, არ “გაიწეწე”……
ერთადერთი რამ უნდა გააკეთო – დაუჯერო, ენდო, აბა რატომ მიხვედი თუ არ ენდობი?
შენ კიდევ ამის მაგივრად წახვალ და ვიღაც შარლატანს ან მკითხავს ან მჩხიბავს ან არაკომპეტენტურს უჯერებ და ყველაფერი რითაც სარგებელი უნდა მიგეღო წყალში ყრი, ამას არ კმარობ და სხვებიც შეგყავს შეცდომაში იმის გამო რომ შენ უკვე მოტყუებული ხარ, მოგატყუეს, თითქოს ხვდები თუმცა უკვე გვიანია.
? სავარაუდოდ ამ ფენომენის ახსნის კარგი მაგალითია ამას წინათ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები სადაც, კი ნახეთ საქართველო რომელ ადგილზე – წაკითხულის გააზრების რეიტინგში
? მოკლედ, ამ ქვეყანაში ექიმობის სურვილი დაგეკარგება ადამიანს
თეგები: ზაზა თელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved