• რეკლამა
  • კონტაქტი
09:11, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მართლა ძალიან ცუდადაა საქმე… მინისტრო, თქვენ მილიონები გაქვთ, მე – ბანკის ვალი”– მაია ეკალაძე

ალია ავტორი - ალია
17:56 12-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
332

პედაგოგი, მაია ეკალაძე:

ყველას!!! ყველას!!! ყველას!!!
მეხუთე დღე გვათენდება უზნაძის 52- თან…
ვინც მიცნობთ, იმათ ხომ მაინც იცით, რომ ეზოში არ ვმდგარვარ ნახევარი საათით არასოდეს???
ვინც მიცნობთ, იმათ ხომ მაინც იცით, არავის მოგიწოდებთ დასახმარებლად???
ე.ი. ძალიან ცუდადაა საქმე…
მართლა ძალიან ცუდადაა საქმე…
სამინისტრო, რომელიც ბავშვების სასარგებლოდ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს, მეხუთე დღეა დუმს და არ აგებს პასუხს მათი მასწავლებლების წინაშე…
ეს არაა მარტო ჩვენი საქმე… ეს თქვენი საქმეა!!!
ქვეყანას სწორედ მინისტრებმა უნდა მისცენ მაგალითი, რომ
ნებისმიერ სამსახურში არ უნდა გაჩერდეს ის, ვინც ადამიანების უფლებებს არღვევს!!!
დემოკრატიის პირობებში უმნიშვნელოვანესია პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი…
სულ ყველა სფეროში!!!
აქვე უნდა ვთქვა, გადაცემა გადაწყვეტილების პროდიუსერმა ორჯერ გადადო გადაცემა, ერთხელ, ფორმატი შევცვალეთო, მოგვატყუა და რეალურად საზმაუს ბიუჯეტის საკითხი ჩასვა, მერე ჩვეულებრივ გაგრძელდა განათლების სამინისტროს ზღაპრები და მეორედ ახლა, ოთხშაბათს, წამყვანი საზღვარგარეთააო…
მოშიმშილე მასწავლებელზე ვწუხვართ, მაგრამ არაა ეს საკითხი ჩვენი ფორმატის და ხელმძღვანელობას გადავცემო…
ხელმძღვანელობამ, სავარაუდოდ, “დიდმა მასწავლებელმა” და მინისტრის მრჩეველმა, როცა უნდა ნაცებისა და როცა საჭიროა ქოცების ემისარმა, თვითონ ბრძანა იმ გადაცემა გადაწყვეტილებაში, ბიუჯეტზე რომ იყო, ქოცების ემისარი ვარ აქო, ბორდშიო, არაა ჩემი ბრალი, ბატონმა გია მურღულიამ ჯერ კიდევ ვერ მისცა თანხმობა…
ოთხშაბათს შიმშილობა შემაწყვეტინეს მეგობრებმა, მაგრამ ახლაც აქ ვდგავარ… ამაღამ ისე არ ცივა, მანქანაც გვათხოვეს მეორე ღამეა და აღარც თვითშეწირვის სურვილი მაქვს, რასაც აქ ვხედავ…
მოდით უზნაძის 52- თან საზოგადოების ყველა წევრი, მასწავლებელი თქვენს შვილებს სჭირდება… ჩვენი დაფინანსებული საზმაუ არ გადმოსცემს და პირადად ნახეთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელს იმდენ უფლებას ურღვევს, ნახევარი საათი ეზოში რომ არ ვმდგარვარ, უზნაძის 52- თან ვდგავართ(თ) ჩემს მეგობრებთან ერთად…
პასუხი???
პასუხი ჯერ კიდევ არ არის…
სამაგიეროდ, კატიეს ცხელი ყიყლიყოა და უცხელესი ყავა, წუთის წინ მოირბინა და გაიქცა სამსახურში… ხოო… ვარკეთილიდან…
ვიცი… ვიცი, რომ ჩემ გარშემო ბევრი ხართ და სწორედ ამის იმედი მაქვს
მოდით დღეს, როცა მოიცლით… მოდით ხვალ 12 საათზე, ან მანამდე და და მანამ, სანამ დაინახავს მესამე სართულიდან მავანი, რომ ორზე… მუდივად სამი ვართ ისე… ბევრზე ბევრი ვართ…
…
ვინც დღეს მოსვლას აპირებთ და შეგიძლიათ, წამოიღეთ გრძელი ცელოფნები, უკანასკნელი გადავაკარი სკამებს… ერთზე არ მეყო… და პლაკატებს და
ორი პლაკატი გამიკეთეთ ნახევარ- ნახევარ ფორმატზე-
1. მინისტრო, (და არავითარი ბატონო აქ… დამთავრდა ბატონობითა და რევერანსებით საუბარი!!!)თქვენ მილიონები გაქვთ…
მე – ამ კვირაში უხელფასო შვებულება და ბანკის (ხელფასზე დიდი) ვალი…
2. მინისტრო, მამაჩემი ომის პატიოსანი ვეტერანია!!!
პ.ს. ჯერ კიდევ ცოცხალი და დიდხანს მინდა იცოცხლოს!!! დედაც ადრე დავკარგე..

 

პედაგოგები დირექტორის არჩევის წესის ცვლილებასა და სახელფასო ანაზღაურების ზრდას ითხოვენ. მაია ეკალაძესთან ერთად სამინისტროსთან ღამეს ათენებს მასწავლებელი დავით ფერაძე.

განათლების სამინისტროსთან მიმდინარე პროტესტს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებითაც გამოეხმაურნენ. ისინი განათლების მინისტრს მოუწოდებენ, რომ დემოკრატიულ პროცესს დაუბრუნდნენ.

საჯარო სკოლების დირექტორების კანდიდატები შაბათს, 9 დეკემბერს საპროტესტო აქციას აანონსებენ.

თეგები: მაია ეკალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved