• რეკლამა
  • კონტაქტი
02:43, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შეთანხმება დაარღვია გახარიასთან ივანიშვილმა? – “ბოდიში, ნახვამდის, რაზეა საუბარი” – რატომ გადადგა რეალურად ყოფილი პრემიერი?

ალია ავტორი - ალია
23:08 12-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
609

რატომ გადადგა თანამდებობიდან ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია? ამ თემაზე იგი თეონა გეგელიასთან ინტერვიუში საუბრობს და ამბობს:

პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ფორმალური მიზეზი იყო მელიას დაკავების ფორმა, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლიდი და ვთვლი, რომ მელია დასაკავებელი იყო, საჭირო იყო ფორმის ამორჩევა.

მაგრამ ეს არ იყო მთავარი მიზეზი, მთავარი მიზეზი ის იყო, რომ როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მიდის და ტოვებს პოლიტიკას, ეს იყო გარკვეული შეთანხმება ჩემსა და მას შორის, ეს იყო ოფიციალური განცხადება, რომელიც მან ქართულ, საერთაშორისო საზოგადოებას განუცხადა და სულ რამოდენიმე კვირაში, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს ნაბიჯი გადადგმული იყო არა პოლიტიკიდან წასასვლელად, არამედ – პოლიტიკაში დასარჩენად, ეს ერთი და მეორე – ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ეს ნაბიჯი გადადგმული იყო იმისთვის, რომ ძლაუფლების კიდევ უფრო მეტი კონსოლირიდება მომხდარიყო და ნათელი გახდა, რომ ძალაუფლების დათმობას არავინ აპირებდა და ჩრდილიდან ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ძალაუფლების შენარჩუნება,

რა თქმა უნდა, მე აქ თავისი როლი მქონდა, ვიღაცამ განსაზღვრა რომ გახარია თავის როლს აქ შეასრულებდა, ალბათ, ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური მენეჯერის, რომელიც შეძლებდა ამ ძალაუფლების შენარჩუნებას, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო, მსგავსი ნაბიჯები, რომელსაც შეცდომაში შეყავს საქართველოს მოქალაქე, პატივს არ სცემს არჩევანის უფლებას… ვთვლი რომ ხელისუფლების ცვლილება მნიშვნელოვანია დემოკრატიულ ქვეყნებში, ამის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო და როგორც კი პირველი საბაბი გამოჩნდა, რომელმაც დაადასტურა ის, რაც ვთქვი, მე გადავდექი. არჩევანი ნათელია. გადავდექი მაშინ, როდესაც ყველაზე მაღალი რეიტინგი მქონდა, ისე მარტივად გავაკეთე ეს, კითხვის ნიშანიც არ მქონდა. თუმცა, დილით სამსახურში რომ მივედი, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ იმ საღამოს გადავდგებოდი. შეთანხმება დაირღვა და ეს ნათელი გახდა ამ დღის განმავლობაში და ეს ჩემთვის საკმარისი იყო. ჩემთვის მთავარი იყო ის შეთანხმება, რაც დაირღვა და ბოდიში, ნახვამდის, რაზეა საუბარი.

ვითომ წავიდა და ბნელი ოთახიდან აგრძელებდა.

რატომ დავიწყე ივანიშვილის ხსენება? – მარტივია, უკრანის ომის დროს ქართულმა ოცნებამ დაუშვა სტრატეგიული შეცდომა და ღიად დადო ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე, ამის არშეფასება იქნებოდა შეცდომა. მე რომ დავინახე, ქვეყნის დიდი ოცნება, საუკუნეების ოცნება საფრთხის ქვეშაა, იხსნება შესაძლებლობების ფანჯარა და ხელისუფლების ქმედებები რისკს უქმნიდა, ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მე ეს ნაბიჯი გადავდგი.

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved