• რეკლამა
  • კონტაქტი
21:17, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაჯახი სერიოზული იარაღია… გინტური არ მოგვიკლავს” – რუსეთი ზურგიდან ჩაცხრილულ საქართველოს მოქალაქეზე

ალია ავტორი - ალია
17:17 12-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
260

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მტკიცებით, რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას ტერმინი “მკვლელობის” გამოყენება არასწორია.

ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ კომენტარში თავად თამაზ გინტურს სდებს ბრალს თავდასხმაში და ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული რუსი სამხედროები “თავს იცავდნენ” საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც მათ, მისივე მტკიცებით, “ნაჯახით ემუქრებოდნენ”.

იგი არ აკონკრეტებს, როგორ მოხდა, რომ გინტურს ზურგში აქვს ტყვიები დახლილი, თუ იგი თავდასხმისას მოკლეს? არც იმას ამბობს, რანაირად დაესხნენ თავს საქართველოს მოქალაქეები ოკუპანტებს, მაშინ, როცა უკვე მანქანაში ისხდნენ და სახლისკენ მოდიოდნენ, როცა ცეცხლი გაუხსნეს. 

 

“საჭიროა რეალურად და ცხადად იმ გეოპოლიტიკური რეალობის მიღება, რომელიც გარშემო გვაქვს. საჭიროა ცხადად დამახსოვრება დღევანდელი მდგომარეობის, მიზეზებისა, სათავეებისა და ისტორიის, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წლის აგვისტოდან. როგორ იწყებოდა საქართველოში აგრესია სააკაშვილის ხელმძღვანელობით, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ. რუს სამშვიდობოებზე თავდასხმა ნიშნავს რუსეთზე თავდასხმას, ამიტომ საქართველო იძულებით მოწოდებული იქნება მშვიდობისკენ.

რაც შეეხება თამაზ გინტურის საქმეს, ტერმინოლოგია რომელიც შეკითხვაში გამოიყენეთ არაკორექტულია. საქმე ეხებოდა არა იმას, რომ ვინმე მიზნად ისახავდა ადამიანის მკვლელობას, არამედ იმას რომ ადამიანებმა უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის საზღვარი, ამასთან ერთად, ისინი ნაჯახის გამოყენებით ემუქრებოდნენ მესაზღვრეებს, ნაჯახი სერიოზული ცივი იარაღია, ისინი ცდილობდნენ ეკლესიაში შეჭრას, როდესაც მას წესრიგისკენ მოუწოდეს, ამ ნაჯახით ისინი ჩვენს მესაზღვრეებს დაემუქრნენ. მესაზღვრეებმა მოუწოდეს, შეეწყვიტათ მსგავსი ქმედებები, ამის მიუხედავად ისინი ჩვენს მესაზღვრეებს ემუქრებოდნენ, უნდოდათ მანქანით დასჯახებოდნენ. თავიდან, გამაფრთხილებელი ცეცხლი ჰაერში გაიხსნა, შემდეგ კი უკვე მანქანის ბორბლების მისამართით.

რისთვის უნდა დავსაჯოთ ვინმე, როდესაც მესაზღვრე მოქმედებდა იმ წესების ფარგლებში, რომლებიც საერთაშორისოდ ცნობილია, ასე რომ, ამის შეფასება მკვლელობად არასწორია. კარგი იქნებოდა ქართულ მხარეს კარგად განემარტა საკუთარი მოსახლეობისადმი, რომ არ ღირს ჩუმად და უკანონოდ საზღვრების გადაკვეთა”, – ამბობს ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკების 59-ე რაუნდი 5-6 დეკემბერს გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე მხარეებმა რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზეც ისაუბრეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

თეგები: რუსეთი ოკუპანტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved