• რეკლამა
  • კონტაქტი
09:08, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფული და ქოცებთან დალაგებული ბიზნესები” – ყოფილი წევრების ბრალდებები პარტიის მენეჯმენტს

ალია ავტორი - ალია
15:14 12-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,329
ენმ-ის უკვე ყოფილი წევრი, საკრებულოს დეპუტატი, ნონა ნინიაშვილი:
არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო #ერთიანინაციონალურიმოძრაობის დღევანდელი მენეჯმენტის ბრალდებები ჩვენს მიმართ, ვინც ღიად დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი შიდა პარტიული არჩევნებისას. დიახ, ჩვენ მე და Nato Usenashvili გვქონდა განსხვავებული აზრი და მხარი დავუჭირეთ #ნიკამელიას. თუმცა დღემდე არასოდეს არ მოგვიხსენიებია პარტია იმ სიტყვებით, რა სიტყვებითაც მოიხსენიებდა პარტიიდან წასვლის შემდეგ პარტიის დღევანდელი თავმჯდომარე.
ყველა დაინტერესებულ პირს კარგად გახსოვთ 2% პარტიას უწოდებდა პარტიას და ბოლო სიტყვებით ლანძღავდა კეზერაშვილს, თუმცა დღეს მათი მონამორჩილია. ასეთ პარტიაში, სადაც იდეა კი არ მართავს მასში გაერთიანებულ ხალხს არამედ ფული და ქოცებთან დალაგებული ბიზნესები ჩვენი ადგილი არ არის და ვერ იქნება.
ხალხში გამეფებულ ნიჰილიზმს მარტო ქოცებს ნუ დავაბრალებთ.
ოპოზიციამ, კერძოდ ენმ- ამაც არანაკლები წვლილი შეიტანა. როცა ხარ ოპოზიციაში, მოდის არჩევნებზე ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი და გიყურებს , როგორ მდუმარედ ზიხარ მთელი სადეპუტატო პერიოდი, როგორ ილაგებ ბიზნესებს , შეხმატკბილებულად უნისონში ხარ ქოცებთან – ამის არ დანახვა შეუძლებელია. ასეთი დეპუტატების გვერდით ვერ ვიქნებით.
გუშინ #გიორგიბოტკოველის და სხვა დროს #ლევანბეჟაშვილის კომენტარებს მინდა ვუპასუხო. თქვენ სიღნაღში გყავდათ 9 საკრებულოს დეპუტატი. ახლა გყავთ 7 მდუმარე, ოპოზიციაში გამდიდრებული, ბიზნესებდალაგებული დეპუტატი, მდუმარენი, როგორც თქვენს წინაშე, ასევე მდუმარენი საკრებულოს სხდომებზე. ჩვენ სულ სხვა მიზნებისთვის ვიბრძოდით და ვიბრძვით, ჩვენ არ ვართ გასვრილები არც თქვენთან და არც ქოცებთან, ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი აზრი, რომლის ხმამაღლა დაფიქსირებას წინ ვერავინ დაუდგება. შეხედეთ თქვენი 7 დეპუტატის ფეისბუქ გვერდებს, ვერავინ მიხვდება, რომ პირადი ბედნიერების გარდა სხვა რამ ადარდებთ. თქვენ ასეთი თანამოაზრეები გაწყობთ.
#გიორგიბოტკოველი #ლევანბეჟაშვილი არჩევნებიდან არჩევნებამდე ღვთისანაბარა მიტოვებულები ვიყავით. არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხები სად მიდიოდა გაურკვეველი იყო. მეტიც, წლობით დაგროვებული აგიტატორების ხელფასები ჩვენ გადაგვახდევინეთ. ანაზღაურების გარეშე დარჩენილი აგიტატორი კიდევ გენდობა ? მიმაჩნია, რომ ეს იყო მიზანმიმართული, წინასწარ დაგეგმილი შეთქმულება #ნიკამელიას წინააღმდეგ.
საიდუმლო სერობებს მართავდით და არ გვეძახოდით და ახლა გვეუბნებით არ იყავით ენმს ფერხუში ჩართულებიო. სად გქონდათ ფერხული? პირადი ბიზნესების ფერხულს გულისხმოთ ალბათ. ერთ–ერთი საკრებულოს დეპუტატის პაპის გასვენებაში დაიგეგმა Nato Usenashvili ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეობიდან გადარჩევა #ლევანბეჟაშვილის მითითებით და ამას ფრაქციის გადაწყვეტილებას ეძახით? გასაიდუმლოებულად, ჩუმად, მალულად, რომ ჩაატარეთ. ასევე მალულად ჩაატარეთ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის “არჩევნები” და დანიშნეთ ის, ვინც არჩევნებზე თავისი პლაკატის დაბეჭდვა, გაკვრაზეც კი უარი თქვა. სად იყო მანამდე? დაურეგისტრირებელი ბიზნესები, რესტორნები და აუზები და ა. შ სიღნაღში, ძალიან ყვირის . ყველა ხედავს და ყველამ იცის.
ჩვენ, შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ, თქვენმა მდუმარე 7-ეულმა თქვენივე მითითებით დაგვაიგნორა, დავტოვეთ ფრაქცია. შემდეგ გვეძახეთ წადით, წადითო და ახლა , როცა პარტიიდან წასვლის განცხადებას ვაკეთებთ, მოღალატეებს გვიწოდებთ. ვის ვუღალატეთ? საკუთარ სინდისს არ უნდა ვუღალატო, ასე გაგვზარდეს. ძალიან კარგად ვიცით ერთგულების ფასი და ისიც ვის და რას უნდა ვუერთგულოთ. ერთგულების ფასი როგორ გესმით #დარეჯანცხვიტარიას მაგალითზე დავინახეთ.
დიახ, ვტოვებთ #ერთიანნაციონალურმოძრაობას Nato Usenashvili და Nona Niniashvili , რადგან ის აღარაა ვარდების რევოლუციის იდეის მატარებელი. პარტია გაივსო მედროვეებით და პირადი ბიზნესების დალაგებით ორიენტირებული ხალხით.
ვიქნებით იქ, სადაც სიმართლეა, სადაც იდეებია, სადაც საქართველოს უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაა.
P.S. მანდატების დატოვება არც ახსენოთ. ზოგიერთი ისე მოხვდა საკრებულოში სახლიდან გარეთ არ გამოსულა , ოჯახის წევრებსაც არ მიუციათ ხმები.

ენმ–ი კახეთის ორგანიზაციის ნაწილმაც დატოვა – მათ შორის, საკრებულოს დეპუტატებმა

თეგები: ნონა ნინიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved