• რეკლამა
  • კონტაქტი
13:32, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რას იწყევლები ქალივით? კაცი ხარ, თუ ადამიანი?” – რას განიხილავენ სპორტის კომიტეტის სხდომაზე?

ალია ავტორი - ალია
14:40 12-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
321

ლუკა კურტანიძის განცხადების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა.

კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი ლუკა კურტანიძეს მიანიშნებს, რომ მასზე ბევრი რამ იცის და ამბობს:

“ერთი ამბავია ატეხილი ამ ფედერაციასთან დაკავშირებით და მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც ჩაბმულია ამ არასასიამოვნო სიტუაციაში, რომ ჩვენ ვართ დიდი სპორტული ოჯახი, სადაც ბევრი სახეობები შედის და თუ რაიმე სირთულე წარმოიშვება, მე ვთვლი, რომ სოციალური ქსელებით ამ საკითხების გარჩევა არ მიმაჩნია სწორად და მგონია, რომ სირცხვილია. მითუმეტეს არ არის პრობლემა – გეგა გეგეშიძე აღმასკომის წევრიც არის და ფედერაციის პრეზიდენტია, დაუძახეთ და კითხეთ, არ არის საჭირო სოციალურ ქსელში ამ ამბების წერა და კაკუნი კომპიუტერის კლავიშებზე.

ჩემდა სამწუხაროდ, იმდენი რამ ვიცი ამ საკითხებთან დაკავშირებით, მითუმეტეს იმ ავტორთან დაკავშირებით, რომელმაც დაიწყო ეს ყველაფერი, იმდენი რამე ვიცი, რაც თუნდაც ჩემი მინისტრობის დროს იყო, ხანდახან არც მინდა რომ ვიცოდე და გავიხსენო… ტყუილებით ნუ კვებავთ ხალხს, დაანებეთ სოციალურ ქსელებში წერას თავი” აღნიშნა მეძმარიაშვილმა და კომიტეტის სხდომა დახურულად გამოაცხადა, რასაც შოთა ხაბარელის პროტესტი მოჰყვა.

ხაბარელმა მეძმარიაშვილი სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვაში დაადანაშაულა და “კორექტულად საუბრისკენ” მოუწოდა, რაზეც მეძმარიაშვილმა უპასუხა – “მაგ სიმართლით იარეთ”.

“რას იწყევლები, კაცი ხარ თუ ადამიანი?…ძაბავთ სიტუაციას ამ თქვენი გამოსვლით. გამოგაქვთ საკითხი დასაძაბად, იმიტომ რომ დაპირისპირებული ხარ ადამიანთან, რომელთანაც არაკორექტულად მოიქეცი თავიდან… დამშვიდებულია სიტუაცია, პასუხი გასცა ფედერაციამ, წამოწიეთ სიტუაცია და ისევ დაძაბოთ გინდათ … თქვენ თვითონ იყავით კორექტული, იწყევლებით ქალივით” – უპასუხა ხაბარელმა მეძმარიაშვილს.

კომიტეტის დღევანდელ სხდომას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძეც ესწრებოდა.

“გეკითხებით, რა დავაშავე ისეთი, რომ ასე მამცირებენ?!” – ლუკა კურტანიძე მთავრობას

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved