• რეკლამა
  • კონტაქტი
07:59, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უსაფრთხოება დაცული რომ იყოს, არ გვექნებოდა გატაცებები, ჩვენი მოქალაქის მკვლელობა – ომბუდსმენი

ალია ავტორი - ალია
14:42 12-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
176

“მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხში და მათი მეშვეობით მოთხოვნა იმისა, რომ აუცილებელია, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგოს, ამისთვის ყველა საერთაშორისო მექანიზმი ამუშავდეს,” – ეს განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გააკეთა.

ომბუდსმენის განმარტებით, გინტურის საქმესთან დაკავშირებით პროცესში სახალხო დამცველის აპარატი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ჩართული იყოს.

ჩასული ვიყავით და შევხვდი ოჯახის წევრებს, მათ შორის გატაცებულ მოქალაქეს, რომელსაც ვესაუბრე. მიმდინარეობს გამოძიება. ამ გამოძიების ფარგლებში გაგზავნილი გვაქვს ჩვენი შეკითხვები და როგორც კი გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია, რაც შეგვიძლია საზოგადოებას გავაცნოთ გამოძიებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს გახდება საჯარო. სახალხო დამცველი ამ მიმართულებით მუშაობს და საბოლოო ჯამში, ის შესაძლებლობა, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაქსიმალურად იქნება ჩართული იმისთვის, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს ამ მკვლელობის ირგვლივ.

მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა საკითხში და მათი მეშვეობით მოთხოვნა იმისა, რომ აუცილებელია, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგოს და ამისთვის ყველა საერთაშორისო მექანიზმი ამუშავდეს.

კონკრეტულად, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, საგუშაგოები როგორ, სად უნდა გაიხსნას, ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს. ეს სხვა უწყებების კომპეტენციაა, მაგრამ მათი უსაფრთხოება, ყოველდღიური სიმშვიდე უნდა იქნას დაცული, ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. დაცული რომ იყოს, იმ ფაქტებთან არ გვექნებოდა საქმე, რაც ხდება – გატაცებები, ჩვენი მოქალაქის მკვლელობა. ფაქტია, რომ უსაფრთხოების დაცულობის ნაწილში მეტი ძალისხმევაა საჭირო. ხშირად მეკითხებიან, რა უნდა გააკეთოს, ამ კითხვაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს იმიტომ, რომ ეს არის ძალიან სპეციფიკური საქმიანობა სპეცსამსახურების, პოლიციის და მათ უნდა მიიღონ ის ზომები რომელიც ჩვენი მოქალაქეების დაცულობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა იოსელიანმა.

თეგები: ლევან იოსელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved