• რეკლამა
  • კონტაქტი
07:00, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თეგეტა მოტორსი“ უზბეკეთში ExxonMobil-ის ოფიციალური დილერი გახდა

ალია ავტორი - ალია
17:43 11-29-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

„თეგეტა მოტორსი“ მსოფლიოს წამყვან ნავთობკორპორაციას ExxonMobil-ს საქართველოსა და სომხეთის შემდეგ ამიერიდან უკვე უზბეკეთშიც ოფიციალურად წარმოადგენს. „თეგეტა მოტორსმა“ Mobil-ის სატესტო გაყიდვები უზბეკეთის ბაზარზე მიმდინარე წელს დაიწყო. შედეგი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ოფიციალური სადილერო ხელშეკრულების გაფორმება რამდენიმე თვეში გადაწყდა. მომავალი წლის გეგმა და პროგნოზი კი რამდენიმე ათასჯერ აღემატება 2023 წლის შედეგს და 1,5 მილიონი ლიტრი საცხებ-საპოხი პროდუქტის რეალიზებას გულისხმობს.

დიმიტრი ზედელაშვილი, Caucasus premium lubricants-ის დირექტორი: „თეგეტასა და Mobil-ს საქართველოში უკვე წლებია წარმატებული თანამშრომლობა აქვთ. შესაბამისად, ჩვენც გაგვიჩნდა ამ თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და ExxonMobil-მაც სიამოვნებით გვანდო ისეთი მასშტაბისა და შესაძლებლობების ბაზარი, როგორიც უზბეკეთია. თეგეტასთვის, ExxonMobil-ისგან დამოუკიდებლადაც საინტერესო იყო უზბეკეთის ბაზარი და იქ შესასვლელად უკვე ვემზადებით. ExxonMobil კი, თავის მხრივ, რამდენიმე წელი სწავლობდა ბაზარს და იკვლევდა იქ შესვლისთვის აუცილებელ პირობებს. ამ შემთხვევაშიც ჩვენი ხედვები და მიზნები ერთმანეთს დაემთხვა და ნოემბრიდან თეგეტა უკვე ოფიციალურად წარმოადგენს ExxonMobil-ს უზბეკეთში“.

ExxonMobil-ის პროდუქციის ფართო სპექტრი 1000-ამდე დასახელების პროდუქტს მოიცავს და სრულად აკმაყოფილებს უზბეკეთის ბაზრის მოთხოვნებს, მათ შორის, მსუბუქი ავტომობილების, კომერციული ტრანსპორტის, სპეცტექნიკისა და ყველაზე მასშტაბურ ინდუსტრიულ მიმართულებებს. უზბეკეთის ბაზარზე უკვე შეტანილია ExxonMobil-ის 70 დასახელების პროდუქტი, მომდევნო წლისთვის კი ასორტიმენტის გაორმაგებაა დაგეგმილი.

მათე ხაბურძანია, „თეგეტა მოტორსის“ უზბეკეთის წარმომადგენლობის დირექტორი: „ასეთი დიდი კომპანიების მხრიდან უზბეკეთის ბაზრის მიმართ დაინტერესებას მისი სწრაფად მზარდი პერსპექტივა განაპირობებს. ამ ბაზარზე მსოფლიო ბრენდით შემოსვლა და ლიდერობის მოპოვება დიდი გამოწვევაა როგორც Mobil-ისთვის, ისე თეგეტასთვის. 3-4 წლის პერსპექტივაში ჩვენი გეგმა ExxonMobil-ის 7-8 მილიონი ლიტრი პროდუქტის რეალიზება და უზბეკეთის ბაზრის სრულად დაფარვაა“.

„თეგეტა მოტორსსა“ და ExxonMobil-ს შორის თანამშრომლობის პირველი ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა და კომპანია ბრენდის ოფიციალური იმპორტიორი გახდა ქვეყანაში. სულ რამდენიმე წელიწადში კი Mobil-ის გაყიდვებმა 1 მილიონ ლიტრს გადააჭარბა. მას შემდეგ რეგიონის ავტოინდუსტრიის ლიდერსა და მსოფლიოს დიდ სამეულში შემავალი ბრენდის წარმატებული თანამშრომლობა საერთო ღირებულებებზე, მსოფლმხედველობასა და პასუხისმგებლობიანი ბიზნესის კეთების ხედვაზე დგას.

—

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, ZF, BOSCH, Mobil, Petronas და სხვა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved